ძიება

Tuesday, August 16, 2011

21-ე საუკუნის გმირები___ჩვენი ემიგრანტები


,, ბებია, მე რამხელა ვიქნები დედიკო რომ ჩამოვა?  დიდი ბებო დიდი, მაინც აი ამხლელა ვინებიი?! ( ხელი ასწია ბავშვმა და ჰაერში   ახტა რაც კი შეეძლო  და კითხა ბებიას,  იმხელაა ვიქნები?? ბებიას არც შეუხედავს  და ისე უპასუხა თვალცრემლიანმა,   ხო ბებო მაგხელა იქნები, " შემდეგ იქ შეკრებილმა ადამიანებმა ყველამ დაძრულ ავტუბუსს დაუქნი ხელი,  იქედან კი ყველა თვალცრემლიანი იყურებოდა,ავტობუსს მეც გავაყოლე თვალი,  რომელსაც უკან საბერძნეთი  ეწერა. ამ ფაქტს რამდნეიმე დღის წინ შევესწარი  და სახლში მოსული,  დავინტერესდი გამეგო თუ რამდენი ადამაინი  მიდის ამ ,,დალოცვილი" საქართველოდან ყოველდღე ლეგალურად თუ არალეგალურადთუმცა ჩვენი ემიგრანტების 80% ხომ მაინც არალეგალურად მიდის და მათ,  რათქმაუნდა, სტატისტიკის ეროვნული ცენტი ვერ აღწერს, თუმცა ისინი მაინც დებენ რაღაც მონაცემებს ტყუილია თუ მართალი ეს თქვენვე განსაჯეთ!
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიგრაციის ტენდენცია ოფიციალური მონაცემებით 2009 წელს დადებითი იყო. „32 ათასით მეტი ადამიანი შემოვიდა ქვეყანაში, ვიდრე გავიდა.“ მათივე მონაცემებით, 2010 წელს საქართველოს მოსახლეობა 4,436 მილიონია,თუმცა განსხვავებულ მონაცემებს აქვეყნებს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, მათი დასკვნის თანახმად,2010  წელს საქართველოში მიგრაციის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაორმაგდა და საქართველო პირველად შევიდა იმ ქვეყნების ათეულში, რომლის მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად ითხოვენ საზღვარგარეთ თავშესაფარს. დასკვნაში მითითებულია, რომ საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა საზღვარგარეთ სამუდამოდ წასვლის მსურველთა ზრდის ტემპებით. აქვე არის აღნიშნული სიც რომ  საზღვარგარეთ წამსვლელთა 65 % (18 დან 30 წლამდე) ახლაგაზრდაა.აღარ გვინდა ამდენი სტატისტიკა არც ის გაბერილი თუ დაპატარავებული ციფრები რომელსაც სხვადასხვა  ორგანიზაციები თავს გვახვევენ , ფაქტი ერთია, რომ ჩვენი ემგრანტები ,, ბევრნი არიან, ძალიან ბევრნი... იმაზე მეტნი, ვიდრე ოდესმე ყოფილან..." ქართველებზე ერთი ანდაზა მახსენდება ,,პატარაში ქვაბში არ ჩანდა და დიდში არ ეტეოდაო" აი ასეა  ჩვენი საქმესაქართველოში ძალიან ცოტანი ვართ თუმცა მეეჭვება რომ არსებობდეს ქვეყანა სადაც ქართველი არ ცხოვრობდეს, ყველაზე ხშირად  ქართველებს რუსეთშიიტალიაშისაბერძნეთში, ესპანეთშითურქეთში  გერმანიაში და თუნდაც  ამერიკაში შეხვდები, ალბათ ყველა დამეთანხმებით რომ ისინი ამ ქვეყნებში არა სამოგზაუროდ და  გირშესანიშნაობების დასათვალიერებლად კი არ ჩადიან, არამედ სამუშაოდ, მუშაობენ და აკეთებენ ყველაფერს,  პატიოსანი შრომით რაშიც კი ფულს შესთავაზებენ,  უვლიან 100 წლამდე მოხუცებს  ცვლიან "პამპერსებს", უვლიან ბავშვებს,    ხეხავენ უნიტაზებსცლიან ღამის ქოთნებს... ალაგებენ  ოთახებს, ეზოებს,  ქუჩებს,  აშენებენ სახლებს და აკეთებენ ყველაფერს რაშიც ფულს აიღებენ და შესძლებენ საკუთარი მრავალსულიან ოჯახს,  პურის ფული გაუგზავნონ.  ცხოვრობენ წლები და მონატრებას, ტელეფონით საუბარში კლავენ, ყოველი მათი ოჯახთან საუბარი მთავრდება, სიტყვებით მალე ჩამოვაალ!!!   საზღვარგარეთ  წასვლის მიზეზი ყველას სხვადასხვა  აქვს თუმცა მიზანი ყველას ერთი, უკეთესი ცხოვრების მოწყობა მათთვის საყვარეელი ადამაინებითვის, მონობისა და დამცირების  ხარჯზე. ეს რეალობა, მწარე რეალობა, რეალობა რომელზედაც ,,თვალებში" ჩახედვა არავის სურს, არც მათ ვისთვისაც ეს მისი მოვალეობაა
როდის და როგორ შეძლებს  სახელმწიფო ადამიანების  ქვეყანაში დაბრუნებას? ან თუ შეძლებს როგორ? სიტყვიერი, ცრუ  ჩვეული დაპირებებით,   ჩამოვლენ კი ემიგრანტები ფანტანებისა ცათამბჯენების , გზებისა და მუდმივი ელექტროენერგიის ხიბლით?! დაბრუნებულებს დახვდებათ კი აქ ის გარემო "შინ დაბრუნების" განცდას რომ  შეუქმნის  და ახლობლების მონახულების შემდეგ, აღარ  გაუჩნდეთ იქ დაბრუნების სურვილი, მე ჯერ  იქედან დაბრუნებული, ისე რომ აქ ცხოვრება, ფინანსური პრობლემების გარეშე გაეგრძელებინოს არ მინახავს.

p.s მე არ მინდა ვცხოვრობდე ქვეყანაში სადაც ადამიანები პურის ფულის  გამო, სხვა ქვეყნებში მონებად არიან ქცეულნი


4 comments:

levan said...

realuri......dasafiqrebeli.....da gulsacyveti faqtebia... dae dadges chvens qveyanashi dge roca yvela qartveli bednierad icxovrebs tavis ojaxshi:)).... shens blogs ki kidev ufro didi carmatebebi irakli:)

nino said...

მართალია ჩემი ოჯახიდან არავინ არ არის წასული საზღვარგარეთ სამუშაოდ(საბედნიეროდ),მაგრამ ჩემს ირგვლივ ყველა ოჯახშია მსგავსი პრობლემა=[[[მაგრამ მე ის ფაქტი უფრო მაწუხებს,რომ ზოგი სამუშაოდ კი არა გასაქურდად მიდის.......

დემოკრატიით ნასაზრდოები სტუდენტები said...

samwuxaroa, martladac rom samwuxaroa, tumca albat imitom midian tundac saqurdlad rom aq ukiduresi sigaribeaa

Anonymous said...

sashineleebaa...mamachemia wasuli da ise dzaaan menatreba ro ravii: ((( dzzan momewona es blogi))) simartllees sheesabamebaa ) imedia dadgeba dge roca yvela qartveli dabrundeba samshobloshii ! )

Post a Comment