ძიება

Tuesday, June 28, 2011

გასქელებული ჯიბეები და სისხლგამოწოვილი სტუდენტები შოკოლადის ფასად


ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ თუ ოდესმე  სისხლი ჩვენთვის ან ჩვენი ახლობლებისaთვის დაგვჭირდება, ალბათ ქალაქში  ადგილობრივ სისხლის ბანკს მივმართავთ. თუ გაგვიმართლა და სისხლის არსებული ყველა ჯგუფი დაგვხვდა, თანამშრომლები ამაყად „მენიუს“ გადმოგაწოდებენ, სადაც თითოეულ  სისხლის ჯგუფს თავისი ღირებულება აქვს. ფასები თითქმის ერთანირია. მხოლოდ დეფიციტურ, მეოთხე ჯგუფის სისხლს აქვს განსხვავებული ფასი სხვა სისხლის ჯგუფებთან შედარებით  და მასში საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდაც მოგიწევთ.


ცხოვრება ფულიაო და აჰაა...  ბუნებრივია, სისხლი ადამიანის სიცოცხლისათვის ერთ-ერთი აუცილებელი რამ არის და ამიტომაც „დედამიწის დამძიმებისათვის“ გადასახადებიც უნდა ვიხადოთ. მეგონა ეს ერთგვარი ბიზნესი იყო, სისხლის ყიდვა–გაყიდვა სავაჭრო საქონელივით იყო, თუმცა ამ საკითხში გარკვევის შემდეგ ჩემს თავს ვუსაყვედურე, რატომ არ გამახსენდა, რომ საქართველოში ვცხოვრობ?! ისევ შევცდი...
 ხშირად სხვადასხვა ტელეარხებზე საკმაოდ კარგი  შეფუთვის სარეკლამო რგოლები გადის, რომლებიც საზოგადოებას სისხლის უანგაროდ გაღებისაკენ მოუწოდებენ. ,, გაიღე სისხლი გადაარჩინე სამი ადამიანი,, და ჰუმანიზმით განმსჭვალული მოქალაქენი ხშირად მართლაც აბარებენ სასიცოცხლო სითხეს.  მსგვასი ლოზუნგებით დატვირთულ გვერდს ,,facebook,,ზეც მივაგენი, სადაც გულისამაჩუყებელი post-ების წყალობით საზოგადოებაც აქტიურადაა ჩართული სისხლის ბანკების ბიუჯეტის შემვსებ აქციებში.
Facebook–ზე  წერია ასევე ისიც, რომ მიიღებენ არანალებ 450 მლ სისხლს ერთი ადამიანისაგან, რომლის  შემდეგაც 100 გრამს 45 ლარად ყიდიან.  ანუ 202.5  ლარი ერთი დონორისაგან. ბუნებრივია, კარგია, როცა სტუდენტებს სურს სისხლი უანგაროდ გაიღონ და ამით სიცოცხლე გადაარჩინონ, თუმცა ისმის კითხვა, რატომ ღირს უანგაროდ გაღებული სისხლი საკმაოდ დიდი თანხა? მაშინ, როცა სტუდენტები აქტიურად იღებენ სისხლს და  არანაკლებ 450 გრამს,  ხომ არ უწყობს ეს ხელს კონკეტული პირების ჯიბეების გასქელებას? არის თუ არა ეს დანაშაული და უნდა მიექცეს თუ არა ამას ყურადღება?! მაგრამ ეს კითხვის ნიშნები კითხვის ნიშნებადვე რჩება. უანგაროდ დონორობა დიდი ქველმოქმედებაა, თუმცა უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ჩვენს უანგაროდ გაღებულ სისხლს, ადამიანები საკმაოდ ძვირად ყიდულობენ.

p.s  მე არ მინდა ვცხოვრებდე ქვეყანაში, სადაც სისხლგამოწოვილი სტუდენტების ხარჯზე კონკრეტული პირები ჯიბეებს ისქელებენ.

Saturday, June 25, 2011

აქცია სადაც სტუდენტებმა, კამერებისა და მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით ამაყად იზასავეს


თბილისში რიყის  პარკში,  წინსწარ დაანონსებული, სტუდენტების,  კოცნის აქცია გაიმართა,  სადაც მონაწილეები,  ,,დემოკრატიით ნასაზრდოები სტუდენტები იყვნენ, რომლებიც  ერთმანეთს საჯაროდ კოცნაში ეჯიბრებოდნენ, მსგვასი საჯარო ღონისძიება სტუდენტებისაგან ცოტა გამიკვირდა და რიტუალის  საჯაროდ ჩატარების მიზეზი ვიკითხე, არც პასუხს დაუგვიანია-
შეკრებილმა საზოგადოება ერთხმად აღიარა, რომ ამ ფორმით ისინი გამოხატავდნენ პროტესტს პარკებისა და სკვერების იმ ადმინისტრაციების წინააღმდეგ, რომლებიც მათ პარკებში საჯარო კოცნას უკრძალავენ.  ბევრჯერ დამინახავს საჯარო ადგილებში შეყვარებული  წყვილები თუმცა ადმინისტრაციის მხრიდან არანაირი, წინააღმდეგობა არ ყოფილა.მიუხედავდ სტუდენტების გარკვეული სითამამისა
კოცნის აქციას მონაწილეებზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა. 
მაყურებლებს შორის ყველაზე ნაკლები ახალგაზრდები იყვნენ,მსგვასი რიტუალის ცქერით  უფრო  საშუალო ასაკის ხალხი იყო დაინტერესებული, რომლებს შორისაც ზოგს  ახალგაზრდების ცქერისას ეღიმებოდა, ზოგი კი გულიანად მათ მშობლებს უკმეხად მოიხსენიებდა, თუმცა სტუდენტები კამერებისა და მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით მაინც ამაყად ზასაობდნენ.
აქციის ორგანიზება საინიციატივო ჯგუფმა სოციალურ ქსელ "Facebook"-ის მეშვეობით წინასწარ გაავრცელა, შემდეგი ლოზუნგით:_
მოგვყავს ჩვენი შეყვარებულები, მეგობრები, ცოლები, ქმრები და ყველანი სახალხოდ ვზასაობთ რიყის ახალ პარკში, მინი-ამფითეატრთან!,
 თუ კოცნა დანაშაულია, მაშინ ვამაყობთ, რომ ჩვენ ამხელა დანაშაულს ჩავდივართ ერთმანეთის მიმართ! ", - ეწერა "ფეისბუქზე" განთავსებულ პოსტში. , კამერებისა და მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით კოცნიდნენ.



Tuesday, June 21, 2011

პროვინციალიზმის სუნი და ,, სექსის შიმშილი,, საქართველოში

გლობალიზაცია გაცილებით უფრო სწრაფად იკიდებს ფეხს დღევანდელ მსოფლიოში, ვიდრე სინათლის სხივი მოდის ამ მიწამდე. ჩვენი პატარა ქვეყანა ცოტა არ იყოს მეტიჩრობის დიდი განსახიერებაა. ქვეყანას რას ვერჩი, ჩვენ ვართ ასეთები რომ ხშირად ზედმეტი მოგვდის და „დაუკრეფავშიდაც“ გადავრბივართ. დღეს კი ჩემი ბლოგის ყურადღება იმ კვლევებმა მიიპყრო, რომელიც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) ჩაატარა, გამოკითხული 3000 ,, დემოკრატიით ნასაზრდოები სტუდენტიდან,, 87% ფიქრობს, რომ გოგონებმა ქორწინებამდე სექსისაგან თავი უნდა შეიკავონ, ხოლო ბიჭებისთვის ქორწინებამდე თავის შეკავება 72.4%-ს არარეალურად მიაჩნია. სწორედ ამ შედეგებზე დაყრდნობით, კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ საქართველოში გოგონებს ქორწინებამდე სექსი ,,ეკრძალებათ", ბიჭებს კი ,,მოეთხოვებათ". როგორც სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, ნარკომანია, შიდსი და სექსი საზოგადოებაში კვლავ ტაბუდადებულ თემებად რჩება. ამიტომ ალბათობა იმისა, რომ კვლევის მონაწილე არ იყოს გულწრფელი, დიდია. თუმცა, ამ კვლევის მეთოდად გამოყენებული ანკეტური გამოკითხვა რესპონდენტს საშუალებას აძლევს, დარჩეს ანონიმურად, რაც, თავისათავად, გულწრფელობის ხარისხს ზრდის, თუმცა არა ბოლომდე. საქართველოში პირველი სექსუალური კონტაქტის ასაკი მცირდება. შედეგებმა აჩვენეს, რომ სექსუალური გამოცდილების მქონე სტუდენტების 13.3%-ს პირველი სექსუალური კონტაქტი 15 წლამდე ასაკში ჰქონდათ, 15-დან 20 წლამდე ასაკში 78.2%-ს, ხოლო დანარჩენ 8.5%-ს პირველი სექსი 20 წლის ზემოთ ასაკში ჰქონდა. ამასთანავე, გოგონებიც და ვაჟებიც პირველ პარტნიორად ასაკით უფროსს ირჩევენ, როგორც სექსში უფრო გამოცდილს. რაოდენ სასაცილოდ არ უნდა მოგვეჩვენოს, საგონებელში ჩავარდნილი უფროსი თაობა ამ ყველაფერს სერიალებს აბრალის და ამბობს, რომ მაგათ მოსპეს ახალგაზრდობა, მაგათმა არც დედმამიშვილობა იციან და არც ბიძაშვილობა, საძაგლობას ასწავლიან ჩვენს ბავშვებსო, ზოგი კიდე ევროპასათან დაახლოებას,
მეორე მხარე კი არგუმენტად 21- ე საუკენეს იშველიებს და ამბობს, რომ ისინი სრული დემოკრატიით სარგებლობენ. საინტერესოა ვისზე იმოქმედა 21-ე საუკუნემ? რამ გაათამამა რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტი, რომელსაც დედამ კოჭებამდე კაბა ჩააცვა და დაარიგა, ქალაქში ავტობუსი კარგად რომ გაჩერდება მერე ჩამოდიო. რატომ იცვლებიან ასე? რატომ ხდებიან ისინი ალკოჰოლ და ნიკოტინდამოკიდებულნი? რატომ ჰგონიათ მათ ბიჭთან ურთიერთობა დიდი ბედნიერება, ხომ არ არის ეს პროვინციალიზმი?! ისინი უფრო გალიაში ჩამწყვდეულ ჩიტს ჰგვანან, რომლესაც კარი გაუღეს. მან კი, ჩაკეტილი სივრცით დაღლილმა ფრთები გაშალა და გაინავარდა. კვლევის ავტორები ამ მოვლენას აფასებენ როგორც სექსუალური როლების ტრადიციულ გენდერულ განაწილებას: ქალისათვის დასაშვებია სექსი მეუღლესთან ან, უარეს შემთხვევაში, შეყვარებულთან (რომელიც, დიდი ალბათობით, მისი მეუღლე გახდება), ხოლო მამაკაცებს ,,მოეთხოვებათ" სექსუალური თავისუფლება. გამოკითხული 3000 სტუდენტიდან ბიჭების 91.4% და გოგონების 15.1% ამბობს, რომ სექსუალური კონტაქტი ჰქონია თუნდაც ერთხელ. მნიშვნელოვანი განსხვავებები დაფიქსირდა სქესის მიხედვით: სექსუალური გამოცდილების მქონე გოგონებიდან 72.9%-ს კონტაქტი ჰქონდა მეუღლესთან, 20.6%-ს მეგობართან, მხოლოდ 2.5%-ს ჰქონდა სექსი ,,სხვასთან". ბიჭებში საპირისპირო სიტუაციაა: მხოლოდ 3.3%-ს ჰქონდა სექსი ცოლთნ, დანარჩენს მეგობართან, ხოლო მამაკაცებს ,,მოეთხოვებათ" სექსუალური თავისუფლება. სოცილოგი ფიქრობს , რომ სექსი კვლავ რჩება ,,უხერხულ" თემად და სწორედ ამიტომ ეს თემა საზოგადოებას ,,შია". ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძეც მიიჩნევს, რომ დღემდე სექსის, ნარკომანიისა და შიდსის საკითხები საზოგადოებისათვის ტაბუდადებულია. ,,სკოლებში სექსუალურ განათლებაზე ჯერჯერობით ლაპარაკი არაა, იმიტომ, რომ მშობლები და გარკვეული ორგანიზაციები წინააღმდეგნი არიან და ამას ამორალობის და გარყვნილების პროპაგანდად მიიჩნევენ. p.s საკითხავია , გაუნათლებელი ადამიანი უფრო გარყვნილი და ამორალურია ამ სფეროში თუ განათლებული?

Friday, June 17, 2011

21-ე საუკუნის მეგობრობა და ცოტა რამ, facebook-ის დაარსების ისტორიისა და მისი დამაარსებლის შესახებ

ძველები იტყოდნენ, ადამინს რომ მეგობრს უწოდებ ის ჭირშიც გამოცდილი უნდა გყავდეს და ლხინშიცო, ზოგი კი ამბობს ადამინს რომ მეგობრს უწოდებ მასთან ერთად წლები უნდა გქონდეს გატარებული და შენი გულისთვის 2 ფუთი მარილი მაინც უნდა ჭამოსო, თუმცა დღეს 21-ე საუკენეში ყველაფერი შეიცვალა და რამდენიმე წუთის გაცნობილი ადამიანი შეიძლება მეგობრებში დაამატო(odnoklassniki. Друзья ხოლო .facebookshi ის სენი friendi ხდება, სოციალურ და "საჩათაო" ქსელებში ახალი ადამიანების გაცნობა და მათთან დამეგობრება ძალიან ადვილია. სოციალური ქსელების ერთ-ერთი დანიშნულება ესეც არის - მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ახალი მეგობრების შეძენა. ასეთ ქსელებში ახალი ხალხის საძიებო სისტემა ძალიან მარტივად არის მოწყობილი. ადამიანის გასაცნობად მისი სახელის და გვარის ცონდა არცაა საჭირო. ინტერნეტით ახალი ნაცნობების შეძენა დიდი ხანია პოპულარულობით სარგებლობს საქართველოშიც, ძალიან ბევრ ახალგაზრდას ნახავთ, რომელსაც ინტერნეტის საშუალებით ერთი ადამიანი მაინც ჰყავს გაცნობილი. ზოგიერთ შემთხვევაში ახალი ნაცნობები ერთმანეთთან მხოლოდ მეგობრობენ. ხშირად მათი ურთიერთობა სიყვარულშიც იზრდება. ინტერნეტით გაცნობილი ადამიანები ძალიან ხშირად ოჯახებსაც კი ქმნიან.
ბევრი ადამიანი ერთმანეთს ინტერნეტის საშუალებით უმეგობრდება. ასეთი მეგობრული კავშირები არა მარტო ერთ ქვეყანაში მცხოვრებლებს შორის იბმება არამედ სხვადასხვა კონტინენტებზე მცხოვრებლებზეც კი,. თუმცა, ზოგიერთი ადამიანისათვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება დაუმეგობრდე ადამიანს, რომელიც არასოდეს გინახავს, ან რომელსაც მხოლოდ სურათით იცნობ. არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც, ინტერნეტმანიით შეპყრობილთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ასე მეგობრის შეძენა სრულიად რეალურია. ინტერნეტით საუბრისას საშუალება გაქვს ადამიანის ხასიათს გაეცნო და მის გარეგნობას დიდი ყურადღება არ მიაქციო. თუმცა მე მაინც მეორე მხარეს, ვემხრობი და ვფიქრობ ,რომ მეგობრობა სოც,ქსელშიც შეიძლლება. სწორედ ვირტუალური მეგობრების შემკერბი და ე.წ ,, ბირჟის,, როლი დღეს Facebook- მა იკისრა, Facebook- ი არის ბირჟა სადაც,, ბირჟავიკები ყოველთვისაა, ალბათ გაგჩენიათ კიითხვა ვინ გამოიგონა Facebook- ი, საიდან გაჩნდა მსგავსი სოც. ქსელის დაარსები იდეა, რამდენი იყო Facebook- ის დაარსების საწყისი კაპიტალი და რამდენად მომგებიანია ეს ბიზნესი მსოფლიო ბაზარზე, პასუხები აქვე წაიკითხეთ _ Facebook- ის დაარსების დღედ 2004 წლის 4 თებერვალი ითვლება. თავდაპირველად, ქსელი მხოლოდ ჰარვარდის სტუდენტებზე იყო გათვლილი, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ, რეგისტრაცია უკვე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეეძლოთ. სწორედ ამ დროს გახდა უკვე დამატებითი ფინანსური წყაროს მოძიება და ცუკენბერგი ინვესტორების ძიებას შეუდგა.
გაფართოვების აუცილებელი პირველი თანხა მას პიტერ ტილმა, კომპანია PayPal_ის ერთ–ერთმა დამაარსებელმა გამოუყო. 500 ათასი აშშ დოლარი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა Facebook_ის დამაჯერებელი უახლოესი გეგმების ხორცშესასხმელად. ამის შემდეგ კი, პროექტის გაფართოება კიდევ უფრო დაჩქარდა. ინტერნეტში გაშვებიდან ნახევარი წელიც კი არ იყო გასული, როცა მის მომხმარებელთა რიცხვმა მილიონ ადამიანს მიაღწია. 2005 წელს განათლების სფეროს გაცდა და ნებისმიერ მსურველისთვის გახდა ხელმისაწვდომი. მომხმარებლების ასეთი ინტერესი კი იმაში გამოიხატებოდა, რომ იმდროინდელი სხვა სოციალური წარმონაქმნებიდან განსხვავებით, Facebook რეალურად ნაცნობ ადამიანებს შორის ურთიერთობაზე იყო გათვლილი. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლების რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა, პროექტს მისი შემქმნელებისთვის საერთოდ არანაირი მოგება არ მოჰქონდა. ჩანაფიქრში, ფული რეკლამას უნდა მოეტანა. რომელიც დეტალურად შევსებული, პირადი ინტერესების წყალობით, ინდივიდუალურად მოერგებოდა მომხმარებელთა შეფასების ჯგუფს. თუმცა, გარკვეული დრო, ქსელი მხოლოდდამხოლოდ იზრდებოდა. იმ დროს, როცა მისი მომხმარებლების რაოდენობამ, 50 მილიონს გადააჭარბა, ცუკენბერგს პროექტის შეძენის არაერთი წინადადება შესთავაზეს. მაგალითად, კომპანია Yahoo! მზად იყო დამაარსებლისთვის 900 მილიონი დოლარი გადაეხადა, თუმცა ცუკენბერგისთვის ეს წინადადება მიუღებელი აღმოჩნდა. 2007 წელს Facebook_ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. კომპანია Microsoft_მა ქსელის აქციების 1,6% 240 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა, რის შემდეგაც Facebook_ზე პირადად ბილ გეიტსი დარეგისტრირდა. გარკვეული დროის განმავლობაში, დღეში რამდენიმე საათი გეიტსი სოციალური ქსელის საშუალებით ნებისმიერ მსურველს ესაუბრებოდა. თუმცა, ბუნებრივია, ,,მსურველთა” რიცხვიც თანდათანობით იზრდებოდა, რაც საბოლოოდ მისი Facebook_ის პროფილის გაუქმებით დასრულდა. რადგან იგი ფიზიკურად ვეღარ ასწრებდა ყველასთან ურთიერთობას. თუმცა გეიტსის წყალობით, სოციალურმა ქსელმა მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი Facebook_ის რეალური ღირებულება ანალიტიკოსთა შორის დღემდე დავის საგანია. მისი ფასი 5_დან 15 მილიარდ დოლარამდე მერყეობს., თუმცა ბევრს ეს ვარიანტებიც ზედმეტად გაბერილად ეჩვენება. საქმე კი ისაა, რომ კომპანიის შემოსავლები მის მიახლოვებით საბაზრო ღირებულებას არ შეესაბამება. მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა კი მისი აქციების საჯარო გაყიდვაზე გატანა მინიმუმ 2012 წლამდე გადაავადა. სხვა უმარავი სოც ქსელებია მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც მიბაძეს მათ, თუმცა ქართული სოც. ქსელი დაბალ ხარისხიანი და დაბალ რეიტინგულია პ.ს და ბოლოს მაინტერესებს მსგავსი სოც. ქსელები სტუდენტებისათვის ზედმეტის დროის უქმად ხარჯვაა თუ არა???

Monday, June 13, 2011

ჯურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს ,,ხერხემალზე მალები,, რატომ აკლიათ?!

,,ადრე სტუდენტობა “ოქროს ხანა” ყოფილა, ჩემი სტუდენტობა კი “ჯართიის ხანაა” მხოლოდ“ ასე იწყებს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯურნალისტიკის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი, ნინო ბაქრაძე. მის სტატიას, რომელიც მან ქუთაისის გაზეთში დაბეჭდა, ნინო სათაურშივე სვამს კითხვას, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ რიტორიკულიცაა ,, ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ჩემს ხერხემალს მალები აკლია?!“ კითხვის დასმის შემდეგ ლოგიკური პასუხები წამოვიდა. ლექტორ-მასწავლებლები სტუდენტებს, ხოლო სტუდენტები კი პირიქით, ლექტორებს ადანაშაულებენ . ნინო ასევე პროფესორებს არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ლექციაზე პირველად შემოსულები გვეუბნებიან ამ საგანს თქვენთან ერთად ვისწავლითო და მერე ჩვენთან ერთად სწავლის ნაცვლად ყველა საკითხს განიხილავენ გარდა საგნისა, ოჯახურით დაწყებული საქვეყნოთი დამთავრებულიო,, სტუდენტები ასევე იმაზეც წუწუნებენ, ლექტორები გამოცდებს ხასიათის მიხედვით რომ ატარებენ. „ხან მკაცრად, ხან ლმობიერად და თავიანთი გულკეთილობის დემონსტრირებას ყველასთვის ერთნაირად ჩამოწერილი უმაღლესი ქულებით ცდილობენ. ,,ჩემო პატივცემულებო, რასაც თქვენ აკეთებთ, რბილად რომ ვთქვათ, დათვური სამსახურია და მაგრად რომ ვთქვათ, პროფესიული პასუხისმგებლობისგან თავის არიდება“_ წერს ნინო თავის სტატიაში, თუმცა იგი ამ აბსურდში ჩვენ, სტუდენტებსაც გვადანაშაულებს და საკმაოდ სამართლიანადაც. მოითხოვე და მოგეცემაო არის ნათქვამი და ჩვენც რასაც ვითხოვთ იმას გვაძლევენო.
 პ.ს-ში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ შევეცადე პირადად გავსაუბრებოდი ნინოს და ისიც დამთანხმდა გაეცა პასუხი იმ კითხვებისათვის, რომელიც არა მარტო მე, არამედ ამ ამბავში ჩართულ მთელს საზოგადოებას გაუჩნდა.
 _ ნინო, შენ ასევე ამბობ რომ, არავის არ ურჩევ წერეთელში ჩაბარებას, რატომ?
 _ დიახ, არ ვურჩევ, ჩემი და ახლა აბიტურიენტია და ვთხოვე წერეთელი არ ჩაწერომეთქი, რადგან ვიცი, აქ სწავლის რა დონეცაა. არ მიყვარს, როცა ადამიანბეს ატყუებენ და მათ როგორც ფულის საჭრელ ,, სტანოკს,, ისე უყურებენ, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მე ძალიან მიყვარს ჩემი უნივერსიტეტი და მინდა რომ უკეთესი მდგომარეობა იყოს.
 _ ნინო მე ვიცი, რომ შენმა სტატიამ ლექტორების გარკვეულ ნაწილში გაღიზიანება გამოიწვია, ხომ არ ამოიცნეს მათ თავიანთი თავი? 
_ დიახ, რომ ამოიცნეს, ამიტომაც გაღიზიანდნენ. მე კონკრეტული ლექტორიც შემიძლია გითხრათ. ნათია ჯიქიამ ბინძურის სულის ადამიანი მიწოდა და მითხრა, თუ აქ არ მოგწონს სადაც გინდა იქ წადიო. დანარჩენი ლექტორებისაგან მეტ-ნაკლებად იყო ბრაზი, ზოგისგან მოწონებაც კი დავიმსახურე.
_ შეიცვალა თუ არა ამ სტატიის შემდეგ რაიმე ლექტორების მხრიდან?
 _ არა, არაფერი არ შეცვლილა
. _ და ბოლოს, ნინო, შენ მათ ნაკლებად პროფესიონალებსაც უწოდებ. შენი აზრით, ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული შესძლებს თუ არა კონკურენციის გაწევას სხვა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთან? 
 _ გააჩნია პიროვნებას, რამდენად მოტივირებულია და რამდენად მუშაობს საკუთარ თავზე. მხოლოდ ჩვენთან ნასწავლით ვერსად მოხვდებით. თუმცა მთავარია ,,კუდის კარგად ქიცინი,, შეგეძლოს, მაქსიმალურად და კარგად იცოდე ვის რა სურს სამთავრობო წრეებში. ლაქია თუ ხარ, საერთოდ უდიპლომოდაც იმუშავებ ყველგან, თუმცა სამართლიანი და ობიექტური ჟურნალისტის კარებზე ყველგან ,,closed,, აწერია, თუმცა მე რომ მკითხოთ, მირჩევნია სიცოცხლის ბოლომდე გაზეთ ,,p.s-ის“ ჯურნალისტი ვიყო, ვიდრე რუსთავი 2 -ის მიკროფონი მეჭიროს ხელში და პრეზიდენტის პრესსამსახურის დაკვეთებს ვასრულებდე. საუბრის შემდეგ ნინოს გულწრფელობისათვის მადლობა გადავუხადე და დავემშვიდობე. შეეცდება თუ არა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მყარ ხერხემლიანი და უნაკლო მალებიანი სტუდენტები გამოუშვას ნინოს სტატიის შემდეგ?! ეგ ჯერჯერობით არავინ არ იცის. თუმცა იმ გამბედაობითვის რაც ნინო ჩაიდინა ყოჩაღ

Saturday, June 11, 2011

დიპლომი განვადებით, წელიწადში სულ რაღაც 1750 დან 2250, სესხი 4 წელიწადში იფარება

რამდენიმე დღეში საქართველოში მორიგი ერთიანი ეროვნული გამოცდები აიღებს სტარტს. ჩვეულებისამებრ, აბიტურიენტებს 3 ძირითად და ერთ დამატებით საგანში მოუწევთ საკუთარი თავის გამოცდა. „გადაბარიერების“ (20 ქულის ზემოთ) შემთხვევაში „გასტუდენტდებიან“. წლევანდელ ნაკადს, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიიღებს მონაწილეობას თურმე „გმირ აბიტურიენტებსაც“ უწოდებენ. სად აბო ტფილელის და სად ამათი წამებაო. ვაჟკაცურად გაუძლეს (გოგონებმა კიდევ „ვაჟქალურად“) მთელს სასკოლო 8 გამოცდას, სადაც ურთულესი კითხვებით დამძიმებულებს კინაღამ თავი გადაეწვათ. მეთორმეტე კლასის მოსწავლეს რომ საატესტატო გამოცდაზე კითხავენ 90 წუთი მეტია თუ ნახევარი საათიო, ამაზე მეტი ბოროტება რა უნდა გინდოდეს ახალგაზრდა თაობისათვის. ანდა კიდევ, რომელი ქიმიური ელემენტია გამოსახული_H? ხედავთ? ნამდვილად დასაკვეხნად გვაქვს საქმე, უნიჭიერესი და უერუდირებულესი თაობა გვეზრდება და სახელმწიფოც ამის ხელშეწყობის მეტს არაფერს აკეთებს. ხუმრობა იქეთ იყოს და უნდა გვრცხვენოდეს. ასეთი კითხვები ჩემთვის მეხუთე კლასში რომ დაესვათ პანღურს თუ არა მუშტს მაინც ვუთავაზებდი (იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუ უკან გამობრუნებული ხურდა ძალიან მძიმე არ იქნებოდა) საატესტატო გამოცდების ამ დონემდე დაშვების სიბრაზეს ჯერ კიდევ არ გაევლო ჩემთვის, რომ იფრო უკეთესი ამბავი გავიგე. თურმე მოსწავლეთა 10% ვერ ჩაუბარებია და უფლება არ აქვთ ეროვნულ გამოცდებზე გასვლის, აფსუს რა შანსი დაკარგეს „გასტუდენტების“. საიტებზე ძებნისას გავიგე რომ საქართველო პირველი ქვეყანაა მოსახლებასთან შეფარდებით დიპლომების რაოდენობით, თუმცა ალბათ იმიტომ, რომ საქართველოში უდიპლომო სასიძოების დაწუნება კვლავ არის აქტუალური. წელს განათლების სამინისტრო 30 000 მდე სტუდენტის მიღებას აპირებ თუმცა რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, მისაღებ ადგილზე ცოტა აბიტურიენტია საინტერესოა რატომ არვის უჩნდება კითხვა, ამ 10 პროცენტში მოხვედრილი მოსწავლეები რამ მიიყვანათ მეთორმეტე კლასამდე? შეიძლება გაჩნდა კიდეც, მაგრამ ის ისევ უპასუხოდ დარჩება, როგორც უამრავი კითხვა, რომელიც დაგროვდა განათლების სამინისტროს მისამართით.
რა ღირს საქართველოში სწავლა? და რამდენად შეესაბამება მისი ღირებულება დღევანდელი ქართული სტანდარტების სამუშაოს? რამდენი უნივერსიტეტდამთავრებული ახერხებს საერთოდ დასაქმებას თავისი პროფესიით და როდის ამოიღებს სტუდენტი თანხას, რომელიც დაიხარჯა მის სწავლა–განათლებაში? სახელმწიფო უნივერსიტეტებში განათლების მიღება 1750 ლარიდან 2250 ლარამდე მერყეობს.
მის ზრდადობას უნივერსიტეტის პრესტიჟი განაპირობებს. წარმოუდგენელი მდგომარეობაა კერძო სასწავლებლებში, სადაც 16 000 ლარამდეც კი აღწევს. იმ შემთხვევაში, თუ ბედმა გაგიღიმა და „ ვიღაცის ვიღაცოობით“ მუშაობა დაიწყე ხელფასი მაქსიმუმ 500 ლარი გაქვს. ეს საშუალოდ, თორემ 100 ლარიანებიც ბევრი მინახავს. ხოლო, რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ადამიანი საქმდება უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ნუ შეგეშინდებათ, მე უფრო ცოტა მეგონა. ეს განათლებამიღებულთა მთელი 5 %-ია. როდის მოხდება ჩადებული ინვესტიციის ამოღება? როგორც ვხედავთ, არც ისე კარგი ბიზნესია ეს სწავლა–განათლება, მშობელი ამით ერთგვარად თავს იზღვევს, სიბერეში ვინმემ რომ უნდა არჩინოთ, მაგრამ სანამ ისინი დაბერდებიან იქნებ ეშველოს ჩვენს ქვეყანს რაიმე. გავა წლებიც, სამუშაოს პოვნა სულ უფრო და უფრო გართულდება, შემდეგ იმედგაცრუებული „ნასტუდენტარი ახალგაზრდობა“ უბრალო მუშის თანამდებობას ჯერდება. ელექტრიკი, კაფელჩიკი, პარკეტჩიკი, მალიარკა, და ბოლოს ყველაფერჩიკი. ესენიც ხომ სჭირდება საზოგადოებას. ალბათ მალე უდიპლომო სასიძოების სინდრომიც დაიძლევა საქართველოში, უმეტესობა ხომ ამისათვის წვალობს და ღვრის ოფლს, რომ სქელჯიბიანმა სასიმამრომ არ დაიწუნოს. სხვა თუ არაფერი განათლებულიაო იტყვიან. p.s მე არ მინდა ვცხოვრობდე ქვეყანაში სადაც დიპლომი გეხმარება სასურველი ბედის ძიებში

Friday, June 10, 2011

ქალაქი სადაც სამარშრუტო ტაქსში ახლობლის დანახვა სტუდენტებს მხოლოდ იმიტომ არ უხარიათ, რომ სამგზავრო ფული არ აქვთ.

    უნივერსიტეტის ჭიშკართან ჩვეულებისამებრ შეჩერდა სამარშრუტო ტაქსი, სტუდენტები ჩასასვლელად წამოვიშალეთ. ჩემი ყურადღება წინ მსხდომმა გოგონამ და ბიჭმა მიიპყრო. „აღებულია შენი!“ ამაყად უთხრა ვაჟმა და ჯინსის ნახევრადმოტკეცილი შარვლიდან ბოლო თეთრები ამოქექა(შევატყვე). 80 თეთრი ძლივს იქნებოდა, რაღაცნაირად გაუხარდა. ეყო... მაგრამ უკან გამოსაბრუნებელი ფული?


მსგავს სიტუაციაში მეც ხშირად ჩავვარდნილვარ, მეც გადამიხდია ბოლო თეთრები მარშრუტში მეგობრისთვის და სახლში წამოსასვლელი ფული კურსელისაგან მისესხებია. მგზავრობისას ახლობელს ვეღარ მივსალმებივარ. არ გადაუხდი და თავი მოგეჭრება „თამაზიჩმა ხედავ, „ნივიჟუ“ გაგვიკეთა, რად გვინდოდა მაგის გადახდა, ეთქვა არ მაქვს და ისე ჩასულიყოო“ არადა ასეც რო გააკეთო ადამიანმა იტყვიან „ხედავ რა წუწურაქია, რა ჭირს მაგის ოჯახს სამაგისო რო ერთი რკინის ლარიანი არ უგდია ჯიბეშიო“ ოხ ეს ტრადიციები, ზღვარსგადასული მეტიჩრობა. რას ვიზამთ, გვახასიათებს ქუთაისელებს. ჩვენი ნაკლია და ჩვენვე უნდა ვებრძოლოთ. ხშირად გაბრაზებულს მითქვამს ეგ რა ტრადიციაამეთქი, თუმცა ახლა არა ამ დრომოჭმულ მეტიჩრობაზე, არამედ იმ რადიკალურ განსხვავებაზე ვწერ, რომელიც ქუთაისელ და დედაქალაქელ სტუდენტებს შორისაა მგზავრობის ასპექტში. უნდა ვაღიარო, რომ ძალიან მსურს, როდესაც მესმის თბილისელი მოსწავლეები მგზავრობაში ფულს საერთოდ არ იხდიან, ხოლო სტუდენტები მხოლოდ 20 თეთრს მეტროსა თუ ავტობუსებში. ვფიქრობ მნიშვნელოვანი შეღავათია, როდესაც 50 თეთრის ნაცვლად იხდი 20 თეთრს და თანაც ყველას თავისი პლასტიკური ბარათი აქვს. როგორ არ უნდა შეგშურდეს, როდესაც ჩვენს მამაქალაქში სკოლის მოსწავლე, დაახლოებით 7 ან 8 წლის ბავში, ტრანსპორტიდან სამგზავროს გადახდის გარეშე ჩავა და მძღოლს მორიდებულად მადლობას გადაუხდის, ამ დროს კი ღიპიანი ბიძია რულს ცივად ხელს უშვებს და ბავშვისკენ წამოიწევს, თან ამაზრზენ სიტყვებს არ იშურებს „რომ მოდიხარ ,ამხელა მუტრუკს ფულს არ გატნევენო?!“
ქუთიასში დაახლოებით 8 ათასამდე სტუდენტია, თითოეულს დღეში რამდენიმე ლარი ეხარჯება მგზავრობასა და საკვებში. ქალაქის მერიას კი ყოველივე ეს სრულებითაც არ ანაღვლებს. „ჰალსტუხიან ბიძიებს“ შვილები ავომობილებით დაჰყავთ სასწავლებლებში, ანდა უკეთეს შემთხვევებში ასეთი მამიკოს შვილები საკუთარი ტრანსპორტით მოძრაობენ. იქნებ მითხას მერიამ მე რა ვქნა, თუ ჩემს მშობლებს ამის საშვალება არ აქვთ. ან იმ ჩემნაირებმა რა ქნან, რომლებიც მთელი მოსახლეობის 90% შეადგენენ? ალბათ მერიას უფრო კეთილშობილური მიზნები ამოძრავებს. მოსწავლეთა პარკში გაკეთებული „ყინულის საციგურაო მოედნის იმიტაცია“(რომლის დამოანტაჟებაზეც 480 000 ლარი დაიხარჯა) უფრო იოლად არ დაგვავიწყებს პრობლემებს? აი ზრუნვაც. მრცხვენია როცა ასეთ სისულელეებში გაფლანგულ თანხებზე მთელი საქართველოს მედია საუბრობს და ქუთაისელ ხალს ულოცავენ ნახეთ როგორ წინ წადით, პლასტმასის საციგურაო მოედანიც გაქვთო. „ჰალსტუხიან ბიძიებს“ კი უხარიათ, საქმეს ვაკეთებთო. თქვენ თვითონ განსაჯეთ და შეადარეთ ერთმანეთს ეს ორი პრობლემა. გვჭირდება თუ არა პლასტმასის საციგურაო მოედანი, რომელიც ზაფხულშიც ჩინებულად მუშაობს, მაშინ, როდესაც ჯიბეში მოსწავლეთა პარკამდე მისასვლელი სამგზავრო თანხა საძებარია?!




პ.ს. მე არ მინდა ვცხოვრობდე ქალაქში სადაც სამარშრუტო ტაქსში ახლობლის დანახვა სტუდენტებს მხოლოდ იმიტომ არ გვიხარია, რომ სამგზავრო ფული არ გვაქვს.

Tuesday, June 7, 2011

უნივერსიტეტის საპირფარეშო, სადაც შესვლა, გმირობისა და ვაჟკაცობის ტოლფასია

დასავლეთ საქართველოში მოქმედი ქვეყნის ერთ–ერთი უძველესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტია. ღიად და მკაფიოდ შიდასაუნივერსიტეტო სიტუაცია, მგონი, ბუნდოვნად თუ იცის ვინმემ. სწავლის დონეზე, ლექციებზე დასწრებასა თუ ლექტორთა პროფესიონალიზმზე ჯერჯერობით კომენტარს არ გავაკეთებ. მაგრამ რაოდენ სასაცილო და ამავდროულად სამწუხაროც არ უნდა იყოს, უნივერსიტეტის შიდაჰიგიენური მდგომარეობა ბევრად უფრო სავალალოა, ვიდრე ზემოთხსენებული. საპირფარეშოებში შესვლისას თვალში მოგხვდებათ ორი დიდი ფართოთ გაღებული ფანჯარა, რომელსაც შარდის სუნის გამნეიტრალებლის ფუნქცია აკისრია( თუმცა ისიც საკითხავია რამდენად ანეიტრალებს). გაჭირვების შემთხვევაში წინასწარ ჩასუნთქული ჰაერით შიგ შესვლას მოახერხებ, თუმცა აღნიშნული მარაგი ნამდვილად არ გეყოფა როდესაც შემდეგ ონკანს დაუწყებ ძიებას ხელის გადასაბანად ამ დროს, კედელთან მიწყობილ რამდენიმე ტარმოტეხილ ვედროსა და ჭუჭყიან ბიდონს მოკრავ თვალს. გავოგნდი, როდესაც მათი დანიშნულების შესახებ არათუ გავიგე, არამედ საკუთარი თვალით ვნახე. სტუდენტების საკმაოდ დიდი რაოდენობა ამ ვედროებში იბანს ხელს, ხოლო დარჩენილები საერთოდ დაუბანლად ტოვებენ საპირფარეშოს ტერიტორიას. საკითხავია როგორი ხელი უფრო სუფთაა, დაუბანელი თუ იქ დაბანილი.


მგონი საერთო წარმოდგენა შეგვექმნა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაზე. დავინტერესდი ასევე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტით, რათა თავი მენუგეშებინა, იქნებ შესაბამისი თანხა არ გვაქვსმეთქი, მაგრამ იმედი აქაც გამიცრუვდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ მთელი 10 მილიონი ლარი და კიდევ მეტიდან სველი წერტილების, სანიტარული საგნების, რეცხვისა და ქიმწმენდის ხარჯებზე 40 000 ლარი არის გამოყოფილი. რაში იხარჯება აღნიშნული თანხა? ყოველივე ეს ბუნდოვნად რჩება თითოეული სტუდენტისათვის. პროტესტის გამოხატვის ფორმაც ასეთი უნდა...




p.s არ მინდა ვუხდიდე 1750 ლარს უნივერსიტეტს, სადაც მსგავსი რამ ხდება.

Monday, June 6, 2011

ბლოგის შექმნის მიზეზი

ბლოგი დღეს 2011 წლის 6 ივნისს შეიქმნა, მისი მიზანი სტუდენტური პრობლემებზე ყურადღების გამახვილებაა,
თქვენი აზრით რამდენად გაამართლებს ეს ბლოგი და იქნებით თუ არა თქვენ მისი ხშირი სტუმარი???