ძიება

Saturday, September 10, 2011

არასრულწლოვანი სრულწლოვნები


   როგორც წესი , 18 წელი ითვლება ასაკად, როდესაც პიროვნება  სრულწლოვანი და დამოუკიდებელი ხდება .უფლება აქვს მოიქცეს ისე,  როგორც უნდა  და როგორც საჭიროდ ჩათვლის, წავიდეს სადაც  სურს, საკუთარ თავზე პასუხისმგებელი მხოლოდ ის იქნება და არავინ სხვა. ასეც  ხდება  მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში, თუმცა საქართველო ხომ  იმ უმრავლესი ქვეყნების სიაში ამ და სხვა   რიგი საკითხებითაც კი ვერ ხვდება, აქ  ყველაფერი სხვაგვარადაა, სამწუხაროდ საქართველოში სრულწლოვანება    ასოცირდება მართვის მოწმობის აღების  შანსთან , ასევე  გაქვს უფლება არჩევნებში მონაწილეობისა  და  პასპორტი აღებისა.  საქართველოში  სიტყვა სრულწოვანებას ანუ დამოუკიდებლობას ბოლო რამდენიმე  ათეული წელია  მნიშვნელობა დაეკარგა. მოდი ჩამოვთვალოთ რამდენიმე მაგალითი, რაც მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს.
მხოლოს საქართველოში შეიძლება სრულწლოვანმა ცოლი მშობლების ხარჯზე მოიყვანოს.
მხოლოდ საქართველოში ვაჩენთ ბავშვებს მშობლების ხარჯზე, იმ ფიქრით რომ შემდეგ ბავშვები გაიზრდება და ისინი გვარჩენენ 
მხოლოდ საქართველოში ურეკავს მშობელი სრულწლოვან შვილს ღამის 11 საათზე ,, სად ხარ? მამაშენი გადარეულია, დროზე მოდი სახლში"
მხოლოდ საქართველოში   სადედამთილო წყვეტს მოიყვანს თუ არა მისმა სრულწლოვანმა ვაჟმა    თავის მიერ ჩუმად გაკითხული გოგო.
მხოლოდ საქართველოში უმეტეს შემთხვევაში მშობელი წყვეტს სად და რა სპეციალობაზე ჩააბაროს მისმა შვილმა    და ა.შ

მიზეზი, რაც მშობლების მიერ ამდაგვარი საქციელის ახსნისას მებადება ისაა, რომ თვითონაც ასე აღიზარდნენ, ან კიდევ ქვეცნობიერი, ის რომ 
მე გარჩენ, ესე იგი მე ვწყვიტავ”.. ვფიქრობ, ერთ-ერთი გამოსავალი სრულწლოვნის აუცილებელი დასაქმებაა, უმნიშვნელოვანესია ხელფასი რაც ,, ჯიბის ფულს" გაუჩენს სრულწლოვანს და არ იქნება მშობელზე დამოკიდებული.  საკუთარი ძალებით იყიდის სიგარეტს ან კიდევ გოგონას დაპატიჟებს კაფეში. თუმცა  იყო დრო, როცა სრულწლოვანის სურვილი მუშოაბისა ოჯახის სირცხვილად ითვლებოდა რადგან, მეზობლის მისივე ასაკის ბიჭი ხელგაუნძრევლად იდგა და  ამ დროს სიგარეტს ღერი ღერზე ეწეოდა, აქედან გამომდინარე მუშაობა „პაზორი“ უფრო იყო. თუმცა დრო გადის, სრულწლოვანებს  უფრო და უფრო უჩნდებათ დასაქმების სურვილი  და ამავდროულად დამოუკიდებლობის, რაც დასაფასებელია.სირცხვილია, როცა 20 წლის ბიჭს, რომელსაც მის ცხოვრებაში ,,ერთი თეთრი“  არ გამოუმუშავებია მოიყვანოს ცოლი იმ იმედით, რომ დედა საბეძნეთში წავა და გვარჩენსო . სირცხვილია, თუმცა ამ სირცხვილს  თითქმის მთელი საქართველო ატარებს, მშობლების  უცხოეთში მონობის ხარჯზე  დაქორწინება და ბავშვების გაკეთება საქართველოში სამწუხაროდ ტრადიციადაა ქცეული.

5 comments:

Anonymous said...

რას იზამ ასეა, ასეა იმიტომ რომ არ სწავლობენ ან კიდევ სექსი ეჩქარებათ და იმ სექსის მერე ხდება ბავშვი, მერე ცოლი და მერე განათლება არ გაქ დამთავრებული სიე მშობლების ხარჯზე ცხოვრება :დ რას იზამ :))) ეს ხომ საქართველოა : ) პრინციპში ძველად 14- 15 წლის ასაკში უკვე დედები იყნენ მარგამ მაშინ კაცები რაღაცად მაინც ღირდნენ : ))

დემოკრატიით ნასაზრდოები სტუდენტები said...

ხომ არ დაამატებდით კიდე ცამონათვალს, მხოლოდ რაც საქართველოში შეიძლება მოხდეს...

Anonymous said...

mteli ara da naxevar sakartveloze sheidzleba tkva....:))))

Anonymous said...

საქართველოში იმდენი რამ შეიძლება მოხდეს, უცხოელს ყბა ჩამოუვარდება, აქ ხომ შვილი მამას იმიტომ კლავს, რომ მამა თავისი შვილის ცოლთან "ჟიმაობს"..... არ გავაგრძლებ მარტო ამ საკითხე იმდენია (ძაან ბევრი) : )))

Anonymous said...

ძაან პრობლემატური საკითხია საქართველოში არასრულწლოვნების ქორწინება როცა შემოსავლის წყარო მშობელია! და მშობლებთან ცხოვრებაც მაგრად ტეხავს!!!

Post a Comment