ძიება

Tuesday, July 5, 2011

სად ურჩევნიათ დასვენება სტუდნტებს, მთაში თუ ზღვაზე?!


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უმეტეს ქალაქში ზაფხულისათვის არც ისე შესაფერისი ტემპერატურაა, ახალგაზრდების  უმრავლესობა და არა მარტომაინც ემზადებიან სხვადასხვა კუთხეებში დასვენებისათვის. ზოგს მთა იზიდავს, ზოგს კიდე ზღვა, ზოგს უნდა უბრალოდ გაექცეს ქალაქისა  და სამსახურის გიჟურ ცხოვრეებას და სადმე რომელიმე სოფელში  მყუდროდ დაისვენოსრამდენიმე კვირით დაივიწყოს პრობლემები და სურვილისამებრ გაერთოს კიდეც. ბლოგმა გადაწყვიტა  ის სტუდენტები ჩაეწერა, რომლებიცსწავლის მიუხედავად, თავდაუზოგავად მუშაობენ. მოდით ვკითხოთ მათთუ სად აპირებენ ზაფხულის გატარებას.

ნინო ბაქრაძე  (ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მესამე კურსის სტუდენტი, გაზეთ  „.ჟურნალისტი)

_ ნინო, დაიღალე თუ არა წლევანდელი დაძაბული რეჟიმით და სად აპირებ დასვენებას?!

_მართლაც რომ ძალიან დავიღალეძალიან დატვირთული იყო ეს წელი ჩემთვის, უნივერსიტეტში მართალია ბევრი არაფერი ხდება და თავსაც არ ვიკლავ მაგაზე ზრუნვით, თუმცა მაინც მოითხოვს გარკვეულ დროს. ვმუშაობ ასევე გაზეთში  და თითქმის მთელ დროს მას  ვუთმობ. რაც შეეხება დასვენებასჯერ გურიაში ვაპირებ წასვლას და შემდეგ ბათუმში,ცუდად ვარ უკვე, გადავიწვი მგონი. ერთი სული მაქვს, რომ მოვშორდე ქალაქს და დავისვენო.


ნინო მოსეშვილი ( ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ,, ,,ლამპარის,, ფსიქოლოგიის  მეოთხე კურსის  სტუდენტი)

_ წლევანდელი წლით მართლაც  რომ დავიღალე, სულ  გადარბენაზე ვიყავი სწავლისა და სამსახურის გამო. ახლა  მინდა სადმე ბუნებაში წავიდე, სადაც სიმშვიდე იქნება და არაფერი არ შემაწუხებს, მობილურსაც კი გამოვრთავ რამდენიმე კვირით.

გოგა კიკაჩეიშვილი ( აკაკი წერეთლის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პირველი კურსის სტუდენტი, მსაჯი)

_ ძალიან დავიღალე წლევანდელი წლით, სწავლის გარდა ასევე მსაჯობას ვეუფლები და საკმაოდ წარმატებულადაც გამომდის. ზაფხულში ბათუმში ვაპირებ დასვენებას. ეს ქალაქი ძალიან მიყვარს.

მალე ქალაქი დაიცლება, ყველა სასურველ კურორტს მიაშურებსყველა დახარჯავს წლის დანაზოგს და ზაფხულს  სასიამოვნოდ გაატარარებს, მერე კი ისევ დაუბრუნდება ქალაქი და ადამიანები თავიანთ ჩვეულ ფორმაში


Friday, July 1, 2011

ჰომოფობია თუ პროვინციალიზმი ქუთაისში?!




 საჯაროდ არ იცნობდნენ, თუმცა მის ორიენტაციაზე ქალაქში კულუარულად მაინც  ყველა საუბრობდა. ,, 400 ლარად გაყიდული თავმოყვარეობა და უკომპლექსო გულახდილობა, აი რა კვალი დატოვა მან ცხოვრებაში. გადაცემასიმართლის დრომალბათ წერტილი დაუსვა მის ესოდენ დიდ სახელს გენიოსისა და უბრალოდ უზნეო გარყვნილად აქცია. "" ასე მესმოდა მისი გარდაცვალების შემდეგ უმრავლესობა ადამიანებისგან.
    ალბათ ყველანი მიხვდით თუ ვისზე მაქვს საუბარი, აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტის  პროფესორ თამაზ კანდელაკზე. ის რამდენიმე დღის  წინ გარდაიცვალა, ქალაქში მის სიკვდილზე ყველა საუბრობდა, ვინც სახელითა და გვარით ვერ იხსენებდა, მინიშნებად სიმართლის  დროს და მის ორიენტაციას ახსენებდნენ და მერე ყველა ხვდებოდა თუ  ვისზე იყო საუბარიმისი  გასვენება  შორებელმა ნათესავმა აიღო საკუთარ თავზე. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ათეული წელი პროფესორად მუშაობდა ( და აკმაოდ დამსახურებულიც) მის სამძიმარზე არცერთი სტუდენტი არ მოსულა .




. შორიდან ვუყურებდი,(მეზობელი იყო) დაკრძალვისას  ორი თაიგული  ჩამოიტანეს მხოლოდერთი მეზობლების ნაყიდი, რომელიც რამდენიმე მოხუცმა ქალმა შეიტანა და მეორე არ ვიცი ვინ...  გარდაცვლილი მესამე დღეს დაკრძალეს, ნათესავმა მეჩქარება, მე ჩემი საქმე მაქვსო აქ კიდევ პანაშვიდზე არავინ  მოდის , დილას კარების გაღებითა და საღამოს დახურვით დავიღალეო. სასახლის ჩამოტანის დრო რომ დადგა, ირგვლივ კაცი არავინ ჩანდა,   ნათესავი მუშათა ბირჯაზე გაიქცა და ოთხი მუშა დაიქირავაათამდე ქალბატონმა ( სავარაუდოდ ორი სიმართლის დროში რომ გულშემატკივრობდა) და ოთხმა დაქირავებულმა მუშამ პროფესორი იმიერ სასუფეველს მიაბარეს.

   ადამიანთ შორის გათიშულობა ნუთუ იმდენად დიდია, რომ რაც გვევალება უფლისა და საკუთარი თავის წინაშე ფეხებზე დავიკიდოთ სულელური პრინციპების გამო. როდესაც ადამიანი აშავებს დაზარალებული მხოლოდ და მხოლოდ თვითონაა, ჩვენ არც ერთ სულიერს არ გვაქვს იმის უფლება, რომ ერთმანეთი განვსაჯოთ და შეცდომების გულისათვის უკანასკნელად მაინც არ მივაგოთ ადამიანს თავის კუთვნილი პატივი. ბრბო და მხოლოდ ბრბო, ერთმანეთის ფეხის ხმას აყოლილი. ნუთუ ესა ვართ ქართველები, გრცხვენოდეთ ხალხნო, რადგან ქართველი დაიღუპა, გენიოსი ადამიანი და მისდამი ელემენტარული პატივის მიგების ნაცვლად პირზე ხელაფარებული ვხარხარებთ. თქვენ თვითონ განმსაჯეთ, მითხარით რომ ვცდები იმაში, რომ მკვდარზე, რომელზედაც საერთოდ ან კარგს ლაპარაკობენ და ან არაფერს, ამ ადამიანის მიმართ კი საზოგადოების ირონიის წინააღმდეგ გამოვდივარ. სხვა ტუ ცდება ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენც შევცდეთ და ამით სამაგიერო გდავუხადოთ, თუნდაც იმისთვის, რომ ფორმალურადკაი გაგების ქუთაისიამ ადამიანის გამოსვლის შემდეგ უბრალოდ ქუთაისი გახდა.

p.s  ახალო თაობავ, სტუდენტებო, შეგვეზლო უფრო ჰუმანურნი ვყოფილიყავით და ღიმილის გარეშე გავცლოდით იქაურობას ..............................