ძიება

Tuesday, July 5, 2011

სად ურჩევნიათ დასვენება სტუდნტებს, მთაში თუ ზღვაზე?!


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უმეტეს ქალაქში ზაფხულისათვის არც ისე შესაფერისი ტემპერატურაა, ახალგაზრდების  უმრავლესობა და არა მარტომაინც ემზადებიან სხვადასხვა კუთხეებში დასვენებისათვის. ზოგს მთა იზიდავს, ზოგს კიდე ზღვა, ზოგს უნდა უბრალოდ გაექცეს ქალაქისა  და სამსახურის გიჟურ ცხოვრეებას და სადმე რომელიმე სოფელში  მყუდროდ დაისვენოსრამდენიმე კვირით დაივიწყოს პრობლემები და სურვილისამებრ გაერთოს კიდეც. ბლოგმა გადაწყვიტა  ის სტუდენტები ჩაეწერა, რომლებიცსწავლის მიუხედავად, თავდაუზოგავად მუშაობენ. მოდით ვკითხოთ მათთუ სად აპირებენ ზაფხულის გატარებას.

ნინო ბაქრაძე  (ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მესამე კურსის სტუდენტი, გაზეთ  „.ჟურნალისტი)

_ ნინო, დაიღალე თუ არა წლევანდელი დაძაბული რეჟიმით და სად აპირებ დასვენებას?!

_მართლაც რომ ძალიან დავიღალეძალიან დატვირთული იყო ეს წელი ჩემთვის, უნივერსიტეტში მართალია ბევრი არაფერი ხდება და თავსაც არ ვიკლავ მაგაზე ზრუნვით, თუმცა მაინც მოითხოვს გარკვეულ დროს. ვმუშაობ ასევე გაზეთში  და თითქმის მთელ დროს მას  ვუთმობ. რაც შეეხება დასვენებასჯერ გურიაში ვაპირებ წასვლას და შემდეგ ბათუმში,ცუდად ვარ უკვე, გადავიწვი მგონი. ერთი სული მაქვს, რომ მოვშორდე ქალაქს და დავისვენო.


ნინო მოსეშვილი ( ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ,, ,,ლამპარის,, ფსიქოლოგიის  მეოთხე კურსის  სტუდენტი)

_ წლევანდელი წლით მართლაც  რომ დავიღალე, სულ  გადარბენაზე ვიყავი სწავლისა და სამსახურის გამო. ახლა  მინდა სადმე ბუნებაში წავიდე, სადაც სიმშვიდე იქნება და არაფერი არ შემაწუხებს, მობილურსაც კი გამოვრთავ რამდენიმე კვირით.

გოგა კიკაჩეიშვილი ( აკაკი წერეთლის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პირველი კურსის სტუდენტი, მსაჯი)

_ ძალიან დავიღალე წლევანდელი წლით, სწავლის გარდა ასევე მსაჯობას ვეუფლები და საკმაოდ წარმატებულადაც გამომდის. ზაფხულში ბათუმში ვაპირებ დასვენებას. ეს ქალაქი ძალიან მიყვარს.

მალე ქალაქი დაიცლება, ყველა სასურველ კურორტს მიაშურებსყველა დახარჯავს წლის დანაზოგს და ზაფხულს  სასიამოვნოდ გაატარარებს, მერე კი ისევ დაუბრუნდება ქალაქი და ადამიანები თავიანთ ჩვეულ ფორმაში


6 comments:

Marilyn said...

me bodroomshi vapireb, shen sad apieb avtoroo??/ :D:D:D:D

დემოკრატიით ნასაზრდოები სტუდენტები said...

me urekshi vgegmav treningidan wasvlas:p tu gavedi ragatqmaunda :d:D

Tamar said...

me egre havaize vgegmav :P ra tqma unda tu wavedi, an puli tu meqna, an pasporti tu avige da vapshe viza tu momces :D:D

Marilyn said...

:D:D:D:D ar yopila rtuli tamar.... :D:D

jeni kvantaliani said...

აპპპ,აპპ,აააპ-აზრობრივ პლაგიატიზმს არ ვართ რა ირაკლი ;) ჩემი ბლოგის ერთ-ერთი პოსტის გადამღერება გამოგივიდა:D:D:D:D ნწ ნწ ნწ, ლიდის შინაარსი მაინც შეგეცვალა შენეულად :) :)

დემოკრატიით ნასაზრდოები სტუდენტები said...

jeni kvantaliani gamegima irakli vachiberadzes shen cudad nacnobxar :D:D:D

Post a Comment