ძიება

Tuesday, August 30, 2011

... ფობია


ფობია (ბერძნ. φόβος „ფობოს“ — შიში) — რაიმე სიტუაციის, ობიექტის, საქმიანობისა ან ადამიანის (ან ცხოველის) მიმართ ძლიერი, პანიკური შიში. ამ ანომალიის ძირითადი სიმპტომია შიშის მომგვრელი ობიექტისგან თავის არიდების გადამეტებული, გაუმართლებელი სურვილი, მოთხოვნილება. როცა ამგვარი შიში კონტროლს აღარ ექვემდებარება, ან როცა ეს შიში ადამიანის ყოველდრიურ საქმიანობაში ხელისშემშლელი ხდება, დიაგნოზი კეთდება ნერვულ გადახრა/ანომალიის ერთ-ერთი ნაირსახეობაში.

 შიშს რომელსაც ჩვენ განვიცდით მას სახელი ჰქვია,  დაარქვით თქვენს შიშს სახელი


აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. 
• ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. 
• აკაროფობია — ფხანის შიში 
• აკროფობია, ალტოფობია — სიმაღლის შიში. 
• ალგოფობია — შიში ტკივილის მიმართ . 
• ალეკტოროფობია — ქათმების შიში 
• ალლიუმფობია — ნივრის შიში 
• ამბულოფობია — სიარულის შიში 
• ამქსოფობია — ავტომანქანის მართვის შიში 
• ანაბლეფობია — მაღლა ახედვის შიში 
• ანგინოფობია — ანგინის ან გაგუდვის შიში 
• ანგლოფობია — ზიზღი ყველაფერი ინგლისურის მიმართ. 
• ანდროფობია — შიში მამაკაცების მიმართ . 
• ანთროპოფობია — ადამიანებთან ურთიერთობის შიში 
• ანთროფობია — ყვავილების შიში. 
• ანუპტაფობია — დაუქორწინელბად დარჩენის შიში 
• აპეიროფობია — სასრულობის შიში 
• აპიფობია, მელისოფობია — ფუტკრების შიში 
• არაქიბუტიროფობია — არაქისის კარაქის სასაზე მიკვრის შიში 
• არაქნოფობია — შიში ობობის მიმართ . 
• ასტრაფობია, ბრონტოფობია, კერაუნოფობია — ელვის შიში . 
• ატაქსოფობია — უწესრიგობის შიში. 
• ატელოფობია— არასრულყოფილობის, ნაკლებობის შიში. 
• ატიქიფობია— წარუმატებლობის შიში. 
• აუროფობია — ოქროს შიში 
• აუტოფობია — მარტოდ ყოფნის შიში. 
• აფენფოსმფობია — შიში იმისა, რომ ხელი შეგახონ
• ბაცილოფობია, ბაქტერიოფობია, მიკროფობია — შიში მიკრობებისა და ბაქტერიების. 
• ბაროფობია — გრავიტაციის შიში. 
• ბიბლიოფობია — წიგნების შიში, სიძულვილი. 
• ბიფობია — ბისექსუალების ზიზღი. 
• ბოტანოფობია — მცენარეების შიში. 
• გამოფობია — დაქორწინების შიში. 
• გენოფობია, ცოიტოფობია — სექსუალური სიახლოვის შიში. 
• გერონტოფობია — დაბერების შიში, ან მოხუცი ხალხის ძულვილი. 
• გინოფობია — შიში ქალების მიმართ. 
• გლოსოფობია — საზოგადოებასთან სიტყვით გამოსვლის შიში
• დენდროფობია — ხეების სიში. 
• დენტოფობია, ოდონტოფობია — კბილის ექიმების და მისი მკურნალობის შიში. 
• დომატოფობია — სახლების, შენობების შიში. 
• ელუროფობია — კატების შიში. 
• ემეტოფობია — პირღებინების შიში. 
• ენტომოფობია — მწერების შიში 
• ეროტოფობია — შიში სექსის და მასთან დაკავშირებული კითხვების მიმართ. 
• ესოფობია — სახლში ყოფნის შიში. 
• ეფებოფობია, ეფებიფობია — თინეიჯერების შიში. 
• ექუინოფობია, ჰიპოფობია — ცხენების შიში. 
• ვენუსტრაფობია — შიში ლამაზი ქალების მიმართ. 
• ვიკაფობია — ჯადოქრების, კუდიანების შიში
• ზოოფობია — საერთოდ ცხოველების შიშის სახელწოდება. 
• იატროფობია — ექიმების შიში.
• კიბერფობია — კომპიუტერების შიში. 
• კინოფობია — ძაღლების შიში. 
• კლაუსტროფობია — შიში ჩაკეტილი სივრცისა. 
• კოინონიფობია — ოთახების შიში. 
• კოულროფობია — შიში კლოუნების მიმართ (ავი კლოუნების ჩათვლით). 
• კლიმაკოფობია — კიბეებზე ასვლის შიში 
• ლალოფობია, ლალიოფობია — საუბრის შიში. 
• ლეუკოფობია — თეთრი ფერის შიში. 
• ლილაპსოფობია – ქარიშხალის შიში. 
• მაგეიროკოფობია — საჭმლის მომზადების შიში. 
• მელანოფობია — შავი ფერის შიში. 
• მისოფობია — შიში ჭუჭყისა და მიკრობების მიმართ. 
• მუსიფობია — ვირთხებისა და თაგვების შიში 
• ნეკროფობია — სიკვდილისა და მკვდრების შიში. 
• ნეოფობია, ცაინოფობია, ცაინოტოფობია, ცენოფობია, ცენტოფობია, კაინოლოფობია, კაინოფობია — სიახლის შიში. 
• ნიქტოფობია, ახლუოფობია, ლიგოფობია, სკოტოფობია — სიბნელის შიში. 
• ნოსოკომეფობია — საავადმყოფოების შიში. 
• ნოსოფობია — ავადმყოფთან შეხების შიში. 
• ობესოფობია — წონაში მომატების შიში. 
• ოკტოფობია — რიცხვი 8–იანის შიში. 
• ომბროფობია — წვიმის შიში. 
• ოსმოფობია, ოლფაცტოფობია — შიში სუნის მიმართ. 
• ორნითოფობია — ჩიტების შიში. 
• ოფიდიოფობია — გველების შიში 
• პანფობია — შიში ყველაფრის მიმართ, ან მუდმივი შიში, რომლის გამომწვევი მიზეზი უცნობია. 
• პარასკავედეკატრიაფობია, პარასკევიდეკატრიაფობია, ფრიგატრისკაიდეკაფობია — რიცხვი 13-ის, პარასკევიდღის შიში. 
• პედოფობია — ბავშვების შიში. 
• პიროფობია — ცეცხლის შიში. 
• პორფიროფობია — მეწამული ფერის შიში. 
• პტერიდოფობია — გვიმრების შიში. 
• რადიოფობია — რადიოაქტიურობის ან რეტგენის სხივების შიში. 
• რანიდაფობია — ბაყაყების შიში. 
• რუსოფობია — ზიზღი ყველაფერი რუსულის მიმართ. • სელაფობია — მკვეთრი ფერების შიში. 
• სელენოფობია — მთვარის შიში. 
• სინოფობია — ზიზღი ჩინური კულტურისა და ხალხის მიმართ. 
• სიფილოფობია — სიფილისით დაავადების შიში. 
• სკოპოფობია, სკოპტოფობია — შიში იყო სასაცილო, მიიქციო ყურადღება. 
• სომნიფობია — ძილის შიში. 
• სოციოფობია — შიში ან ზიზღი საზოგადოების ან საერთოდ ხალხის. 
• სქოლიოფობია — სკოლის შიში. • ტაფოფობია — საფლავის, ან საფლავში ცოცხლად დამარხვის შიში. 
• 
ტაქოფობია — სიჩქარის შიში. 
• ტექნოფობია — შიში ტექნოლოგიის მიმართ. 
• ტეტრაფობია — შიში რიცხვი 4–ისა. 
• ტოკოფობია, ლოკიოფობია — მშობიარობის შიში. 
• ტონიტროფობია — ჭექა–ქუხილის შიში. 
• ტრანსფობია — ტრანსსექსუალების შიში ან ზიზღი. 
• ტრისკაიდეკაფობია, ტერდეკაფობია — რიცხვ 13–ის შიში. 
• ტრიპანოფობია, აიხომოფობია, ბელონეფობია, ენეტოფობია — შიში ნემსის, ინექციისა ან წვეტიანი საგნების მიმართ
• ფილოფობია — სიყვარულის შიში. 
• ფობოფობია – ფობიების შიში. 
• ფონოფობია — ხმამაღალი ხმების შიში. 
• ფოტოფობია — სინათლის შიში. 
• ფრანკოფობია — ზიზღი ყველაფერი ფრანგულის მიმართ. 
• ფილოფობია — სიყვარულის შიში. 
• ფობოფობია – ფობიების შიში. 
• ფონოფობია — ხმამაღალი ხმების შიში. 
• ფოტოფობია — სინათლის შიში. 
• ფრანკოფობია — ზიზღი ყველაფერი ფრანგულის მიმართ. 
• ქიონოფობია — თოვლის შიში. 
• ქიროპტოფობია — ღამურების შიში. 
• ქრომოფობია — ფერების შიში. 
• ქრონომეტროფობია — საათების შიში. 
• ქსენოფობია — უცხო ხალხის შიში. 
• • ქიროპტოფობია — ღამურების შიში. 
ქიონოფობია — თოვლის შიში. 
• ქრომოფობია — ფერების შიში. 
• ქრონომეტროფობია — საათების შიში. 
• ქსენოფობია — უცხო ხალხის შიში. 
ცატოპტროფობია — სარკის შიში. 
•• ცატოპტროფობია — სარკის შიში. 
• ცაცოფობია — შიში უშნო ხალხის მიმართ. 
• ციბოფობია, სიტოფობია — ანტიპატია საჭმლის მიმართ, ნერვული ანორექსიის სინონიმი.  
ცაცოფობია — შიში უშნო ხალხის მიმართ. 
• ციბოფობია, სიტოფობია — ანტიპატია საჭმლის მიმართ, ნერვული ანორექსიის სინონიმი. 
• ჰელიოფობია — მზის სხივის შიში. 
• ჰემოფობია, ჰაემოფობია — სისხლის შიში. 
• ჰერპეტოფობია — ქვეწარმავლების შიში. 
• ჰეტეროფობია — ჰეტეროსექსუალების ზიზღი ან შიში. 
• ჰექსაკოსიოიჰექსეკონტაჰექსა 
 ობია (ჰექსა კოსიოი ჰექსა კონტა ჰექსა ფობია) — შიში რიცხვ 666–ის მიმართ. 
• ჰიდროფობია, აქუაფობია — წყლის შიში. 
• ჰომოფობია — ჰომოსექსუალების ზიზღი ან შიში. 
• ჰოპლოფობია — შიში ცეცხლსასროლი იარაღის მიმართ.

post-ში მოცემული ფობიები ამოკრებილია სხვადასხვა საიტებიდან

Tuesday, August 16, 2011

21-ე საუკუნის გმირები___ჩვენი ემიგრანტები


,, ბებია, მე რამხელა ვიქნები დედიკო რომ ჩამოვა?  დიდი ბებო დიდი, მაინც აი ამხლელა ვინებიი?! ( ხელი ასწია ბავშვმა და ჰაერში   ახტა რაც კი შეეძლო  და კითხა ბებიას,  იმხელაა ვიქნები?? ბებიას არც შეუხედავს  და ისე უპასუხა თვალცრემლიანმა,   ხო ბებო მაგხელა იქნები, " შემდეგ იქ შეკრებილმა ადამიანებმა ყველამ დაძრულ ავტუბუსს დაუქნი ხელი,  იქედან კი ყველა თვალცრემლიანი იყურებოდა,ავტობუსს მეც გავაყოლე თვალი,  რომელსაც უკან საბერძნეთი  ეწერა. ამ ფაქტს რამდნეიმე დღის წინ შევესწარი  და სახლში მოსული,  დავინტერესდი გამეგო თუ რამდენი ადამაინი  მიდის ამ ,,დალოცვილი" საქართველოდან ყოველდღე ლეგალურად თუ არალეგალურადთუმცა ჩვენი ემიგრანტების 80% ხომ მაინც არალეგალურად მიდის და მათ,  რათქმაუნდა, სტატისტიკის ეროვნული ცენტი ვერ აღწერს, თუმცა ისინი მაინც დებენ რაღაც მონაცემებს ტყუილია თუ მართალი ეს თქვენვე განსაჯეთ!
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიგრაციის ტენდენცია ოფიციალური მონაცემებით 2009 წელს დადებითი იყო. „32 ათასით მეტი ადამიანი შემოვიდა ქვეყანაში, ვიდრე გავიდა.“ მათივე მონაცემებით, 2010 წელს საქართველოს მოსახლეობა 4,436 მილიონია,თუმცა განსხვავებულ მონაცემებს აქვეყნებს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, მათი დასკვნის თანახმად,2010  წელს საქართველოში მიგრაციის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაორმაგდა და საქართველო პირველად შევიდა იმ ქვეყნების ათეულში, რომლის მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად ითხოვენ საზღვარგარეთ თავშესაფარს. დასკვნაში მითითებულია, რომ საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა საზღვარგარეთ სამუდამოდ წასვლის მსურველთა ზრდის ტემპებით. აქვე არის აღნიშნული სიც რომ  საზღვარგარეთ წამსვლელთა 65 % (18 დან 30 წლამდე) ახლაგაზრდაა.აღარ გვინდა ამდენი სტატისტიკა არც ის გაბერილი თუ დაპატარავებული ციფრები რომელსაც სხვადასხვა  ორგანიზაციები თავს გვახვევენ , ფაქტი ერთია, რომ ჩვენი ემგრანტები ,, ბევრნი არიან, ძალიან ბევრნი... იმაზე მეტნი, ვიდრე ოდესმე ყოფილან..." ქართველებზე ერთი ანდაზა მახსენდება ,,პატარაში ქვაბში არ ჩანდა და დიდში არ ეტეოდაო" აი ასეა  ჩვენი საქმესაქართველოში ძალიან ცოტანი ვართ თუმცა მეეჭვება რომ არსებობდეს ქვეყანა სადაც ქართველი არ ცხოვრობდეს, ყველაზე ხშირად  ქართველებს რუსეთშიიტალიაშისაბერძნეთში, ესპანეთშითურქეთში  გერმანიაში და თუნდაც  ამერიკაში შეხვდები, ალბათ ყველა დამეთანხმებით რომ ისინი ამ ქვეყნებში არა სამოგზაუროდ და  გირშესანიშნაობების დასათვალიერებლად კი არ ჩადიან, არამედ სამუშაოდ, მუშაობენ და აკეთებენ ყველაფერს,  პატიოსანი შრომით რაშიც კი ფულს შესთავაზებენ,  უვლიან 100 წლამდე მოხუცებს  ცვლიან "პამპერსებს", უვლიან ბავშვებს,    ხეხავენ უნიტაზებსცლიან ღამის ქოთნებს... ალაგებენ  ოთახებს, ეზოებს,  ქუჩებს,  აშენებენ სახლებს და აკეთებენ ყველაფერს რაშიც ფულს აიღებენ და შესძლებენ საკუთარი მრავალსულიან ოჯახს,  პურის ფული გაუგზავნონ.  ცხოვრობენ წლები და მონატრებას, ტელეფონით საუბარში კლავენ, ყოველი მათი ოჯახთან საუბარი მთავრდება, სიტყვებით მალე ჩამოვაალ!!!   საზღვარგარეთ  წასვლის მიზეზი ყველას სხვადასხვა  აქვს თუმცა მიზანი ყველას ერთი, უკეთესი ცხოვრების მოწყობა მათთვის საყვარეელი ადამაინებითვის, მონობისა და დამცირების  ხარჯზე. ეს რეალობა, მწარე რეალობა, რეალობა რომელზედაც ,,თვალებში" ჩახედვა არავის სურს, არც მათ ვისთვისაც ეს მისი მოვალეობაა
როდის და როგორ შეძლებს  სახელმწიფო ადამიანების  ქვეყანაში დაბრუნებას? ან თუ შეძლებს როგორ? სიტყვიერი, ცრუ  ჩვეული დაპირებებით,   ჩამოვლენ კი ემიგრანტები ფანტანებისა ცათამბჯენების , გზებისა და მუდმივი ელექტროენერგიის ხიბლით?! დაბრუნებულებს დახვდებათ კი აქ ის გარემო "შინ დაბრუნების" განცდას რომ  შეუქმნის  და ახლობლების მონახულების შემდეგ, აღარ  გაუჩნდეთ იქ დაბრუნების სურვილი, მე ჯერ  იქედან დაბრუნებული, ისე რომ აქ ცხოვრება, ფინანსური პრობლემების გარეშე გაეგრძელებინოს არ მინახავს.

p.s მე არ მინდა ვცხოვრობდე ქვეყანაში სადაც ადამიანები პურის ფულის  გამო, სხვა ქვეყნებში მონებად არიან ქცეულნი


Sunday, August 7, 2011

აგვისტოს 5 დღე


   რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან სამი წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს ომი ცხინვალის რეგიონში ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის დაიწყო. ომში რუსეთი ოფიციალურად 8 აგვისტოს ჩაერთო, აგვისტოს ომი, დიდი ტრაგედია იყო დამოუკიდებელი საქართველოსთვის. მრავალმა ადამინმა გამოთქვა თავისი მოსაზრება ამ ომთან დაკავშირებით, მათ შორის იყვნენ (დღესაც არიან) ისეთებიც, რომლებიც თვლიდნენ, რომ ეს ომი საქართველომ მოიგო და სამარადისო გამარჯვება მოიპოვა, თუმცა   არიან ისეთებიც რომლებიც ფიქრობენ რომ სასტიკად დავმარცხდით, აღნშნულ ომთან დაკავშირებით  დაიწერა ბევრი, ითქვა უფრო ბევრი და  აღარ ვაპირებ კიდევ ერთხელ ვისაუბრო დეტალურად თუ რა, როგორ და რანაირად მოხდა.  მე გახსენებთ ფაქტს რომელი სამი წლის წინ 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო და 12  აგვისტოს დასრულდა. ზოგჯერ  სურათები უფრო ბევრის მთქმელია ვიდრე ცარიელი ფრაზები.( ბლოგზე ატვირთული ფოტოები არის დაკოპირებული სხვადასვა საიტებიდან)





მოსიარულე ძეგლების სენი ქუთაისსაც გადაედო


პირველად ამ თემაზე საზოგადოება 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ალაპარაკდა, როცა კულუარულად გახდა ცნობილი, რომ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მეფის ძეგლს აიღებენ დასადგურის მოედანზე", ლენინის ძეგლის ყოფილ ადგილზე დადგამენო. მაშინ საზოგადოება ერთსულოვანად ძეგლის  გადაადგილების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, 4 ივლისს  საკრებულოს  წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ძეგლი ცენტრალური მოედნიდან  აღნიშნულ ,, სადგურის მოედანზე"  გადაეტანათ. არგუმენტი მეტად თავხედურად ჟღერს  - საზოგადოების მრავალწლიანი თხოვნააო.

ბორბლებზე შემდგარ მოსიარულე ძეგლებისთემა საქართველოში ვიღას  უკვირს. სიმათლე გითხრათ, არც ის გამიკვირდება ხვალიდანიმ ადგილზე,, პლასმასის მოედნისან ,, მორბენალი შადრევნებისდამონატაჯება  რომ დაიწყონ. პოლიტიკური ინფორმაციებს  უკვე ყურიც მიეჩვია, თვალიც და, მგონი, ტვინიც.
და მაინც არის რაღაც, რაც არ უნდა დაცხრეს:  ეს  არის საზოგადოების ერთსულოვნება  და ადამიანური თანადგომის ნაზავი, რომელიც ქმნის ძალას, ძალას რომლის წინაშეც ყველანი უძლურია, თუმცა ქართველები ცოტა უცნაური ხალხი ვართ, ,, კრიტიკა უპირველეს ყოვლისა"  ეს ჩვენი დევიზია. კულუარულ წრეებში თავიდანვე  დაიწყო ამაშუკელის შედევრის კრიტიკა, რაც მალე საყოვლთაო გახდაამბობდნენ, რომ ომში მეფები და  მეომრები ჭაკ ცხენზე ისხდნენ  და არა ულაყზე ( რიგი და რიგი  მიზეზების გამო).  დღეს  ძეგლი ქუთაისში ცენტრალურ მოდანზე აღარ დგას,  ეს არის რეალობა რომელსაც , ვერ მე და ვერც თვენ გაექცევით. ახლა კი მოდი რამდენიმე  ათეული წლით უკან გადავიხდოთ და გავიხსენოთ, თუ როდის    დაიდგა აღნიშნული არქიტექტურული შედევრი,  ვინ არის მისი შემქმნელი და იყო თუ არა  ძეგლის ცენტრალურ მოედანზე დადგმისას საზოგადოება ერთ აზრზე ?!  
ქალაქის იმჟამინდელ  შაშიაშვილისეულ  ხელმძღვანელობას უპირობოდ მიაჩნდა, რომ ძეგლი ცენტრალურ მოედანზე უნდა განთავსებულიყო და მისი შექმნის პატივი გამოჩენილ ქართველ მოქანდაკეს, საქართველოს სახალხო მხატვარს, ელგუჯა ამაშუკელს უნდა  რგებოდა წილად. ამაშუკელის  პროფესიული სტლისამებრ, როგორც მის მიერ ადრე შექმნილი გორგასალი, ძლევამოსილი დავით IV- ცხენზე უნდა ამხედრებულიყო, ხელში კი გელათის მაკეტი სჭეროდა. ბრინჯაოში ჩამოსხმული მეფე ქალაქის გულში უნდა მდგარიყო და ფუნქციურად დაკავშირებოდა თანამედროვეობის მჩქეფარე რიტმს. თუმცა იმ დროშივე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დავითის  ძეგლის ცენტრალურ მოედანზე  დადგმას ეწინააღმდეგებოდნენ. მათ შორის იყო არქიტექტორი ამურ ფხაკაძერომელიც ამბობდა, რომ მოქანდაკე რეზო რამიშვილის პროექტით, დავითის ძეგლი - კოლოსი ქუთაისის მახლობლად, გოდორას მთაზე უნდა აღმართულიყო, ისე, რომ ქალაქის ყველა წერტილიდან  გამოჩენილიყო  მისი  სიდიადე, ბრწყინვალება და ძლევამოსილება. მისთვის ტროლეიბუსის სარკმლის ჭუჭყიანი მინიდან გულგრილად კი არ უნდა ემზირა ვინმე შემთხვევით მგზავრს, არამედ, საქართველოს ყველა დროის უპირველეს მეფეს შორიდანვე კრძალვითა და პატივისცემით უნდა მიახლებოდა შთამომავლობა. თუმცა ფაქტიამათი რჩევა და მოთხოვნა არ გაითვალისწინეს და ძეგლი  ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დადგეს,  არქიტექტურული შედევრის გახსნას 3 ათასამდე უცხოელი და  საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ათასობით მამულიშვილი ესწრებოდა .იგი  დიდი ზარზეიმით გაიხსნა 1995 წელს  და  2011 წლის 7 აგვისტოს დილის 5 საათამდე მედგრად იდგა ქალაქ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე.