ძიება

Sunday, August 7, 2011

მოსიარულე ძეგლების სენი ქუთაისსაც გადაედო


პირველად ამ თემაზე საზოგადოება 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ალაპარაკდა, როცა კულუარულად გახდა ცნობილი, რომ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მეფის ძეგლს აიღებენ დასადგურის მოედანზე", ლენინის ძეგლის ყოფილ ადგილზე დადგამენო. მაშინ საზოგადოება ერთსულოვანად ძეგლის  გადაადგილების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, 4 ივლისს  საკრებულოს  წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ძეგლი ცენტრალური მოედნიდან  აღნიშნულ ,, სადგურის მოედანზე"  გადაეტანათ. არგუმენტი მეტად თავხედურად ჟღერს  - საზოგადოების მრავალწლიანი თხოვნააო.

ბორბლებზე შემდგარ მოსიარულე ძეგლებისთემა საქართველოში ვიღას  უკვირს. სიმათლე გითხრათ, არც ის გამიკვირდება ხვალიდანიმ ადგილზე,, პლასმასის მოედნისან ,, მორბენალი შადრევნებისდამონატაჯება  რომ დაიწყონ. პოლიტიკური ინფორმაციებს  უკვე ყურიც მიეჩვია, თვალიც და, მგონი, ტვინიც.
და მაინც არის რაღაც, რაც არ უნდა დაცხრეს:  ეს  არის საზოგადოების ერთსულოვნება  და ადამიანური თანადგომის ნაზავი, რომელიც ქმნის ძალას, ძალას რომლის წინაშეც ყველანი უძლურია, თუმცა ქართველები ცოტა უცნაური ხალხი ვართ, ,, კრიტიკა უპირველეს ყოვლისა"  ეს ჩვენი დევიზია. კულუარულ წრეებში თავიდანვე  დაიწყო ამაშუკელის შედევრის კრიტიკა, რაც მალე საყოვლთაო გახდაამბობდნენ, რომ ომში მეფები და  მეომრები ჭაკ ცხენზე ისხდნენ  და არა ულაყზე ( რიგი და რიგი  მიზეზების გამო).  დღეს  ძეგლი ქუთაისში ცენტრალურ მოდანზე აღარ დგას,  ეს არის რეალობა რომელსაც , ვერ მე და ვერც თვენ გაექცევით. ახლა კი მოდი რამდენიმე  ათეული წლით უკან გადავიხდოთ და გავიხსენოთ, თუ როდის    დაიდგა აღნიშნული არქიტექტურული შედევრი,  ვინ არის მისი შემქმნელი და იყო თუ არა  ძეგლის ცენტრალურ მოედანზე დადგმისას საზოგადოება ერთ აზრზე ?!  
ქალაქის იმჟამინდელ  შაშიაშვილისეულ  ხელმძღვანელობას უპირობოდ მიაჩნდა, რომ ძეგლი ცენტრალურ მოედანზე უნდა განთავსებულიყო და მისი შექმნის პატივი გამოჩენილ ქართველ მოქანდაკეს, საქართველოს სახალხო მხატვარს, ელგუჯა ამაშუკელს უნდა  რგებოდა წილად. ამაშუკელის  პროფესიული სტლისამებრ, როგორც მის მიერ ადრე შექმნილი გორგასალი, ძლევამოსილი დავით IV- ცხენზე უნდა ამხედრებულიყო, ხელში კი გელათის მაკეტი სჭეროდა. ბრინჯაოში ჩამოსხმული მეფე ქალაქის გულში უნდა მდგარიყო და ფუნქციურად დაკავშირებოდა თანამედროვეობის მჩქეფარე რიტმს. თუმცა იმ დროშივე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დავითის  ძეგლის ცენტრალურ მოედანზე  დადგმას ეწინააღმდეგებოდნენ. მათ შორის იყო არქიტექტორი ამურ ფხაკაძერომელიც ამბობდა, რომ მოქანდაკე რეზო რამიშვილის პროექტით, დავითის ძეგლი - კოლოსი ქუთაისის მახლობლად, გოდორას მთაზე უნდა აღმართულიყო, ისე, რომ ქალაქის ყველა წერტილიდან  გამოჩენილიყო  მისი  სიდიადე, ბრწყინვალება და ძლევამოსილება. მისთვის ტროლეიბუსის სარკმლის ჭუჭყიანი მინიდან გულგრილად კი არ უნდა ემზირა ვინმე შემთხვევით მგზავრს, არამედ, საქართველოს ყველა დროის უპირველეს მეფეს შორიდანვე კრძალვითა და პატივისცემით უნდა მიახლებოდა შთამომავლობა. თუმცა ფაქტიამათი რჩევა და მოთხოვნა არ გაითვალისწინეს და ძეგლი  ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დადგეს,  არქიტექტურული შედევრის გახსნას 3 ათასამდე უცხოელი და  საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ათასობით მამულიშვილი ესწრებოდა .იგი  დიდი ზარზეიმით გაიხსნა 1995 წელს  და  2011 წლის 7 აგვისტოს დილის 5 საათამდე მედგრად იდგა ქალაქ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე.

3 comments:

marilyn said...

eg rogor gabedes mag usindisoebmaa haa??? :D:D:D:D

დემოკრატიით ნასაზრდოები სტუდენტები said...

msgvsi gacxareba igrdznoba chems post-shi?

tamarasword said...

zaan neitraluria es statia da saertod ratoo gamoxatavs es sazogadoeba yvelafris mimart protests razaec sachiro araa :@

Post a Comment