ძიება

Saturday, December 17, 2011

„იმდენი ბუზები და ტარაკნები გვყავს სახლში, ოჯახში ვხუმრობთ, მალე ჩვენც გაგვყრიან-თქო"


მეორე დედაქალაქსა და საპარლამეტო ქალაქში, პარლამენტის წინ,ირაკლი აბაშიძის №29 და №31 სახლებში მცხოვრები ერთი თვეა,გაუსაძლის მდგომარეობაში არიან. ცხრასართულიანი კრპუსისბუნკერები ნაგვით არის სავსე.
ფაქტის უკეთ გასარკვევად, თავად მივედით აღნიშნულ მისამართებზე. როცა მოსახლეობამ ნაგვით სავსე ბუნკერებთან მიგვიყვანა, შეშინებული ვირთხები „ობოლი მარგალიტებივით“ მიმოიფანტნენ ეზოში. როგორც აქ გვითხრეს, როცა ბუნკერების მთლიანი  სისტემა ნაგვით გაივსო, მოსახლეობა იძულებული გახდა, ნაგავი სადარბაზოსთან დაეყარა, კორპუსის მობინადრეები რამდენიმე კვირაა, ფაქტობრივად, ნაგავში ცხოვრობენ.
„ერთი თვეა, ნაგავი არ გაუტანიათ, მანამდე ყოველ კვირაში, ორშაბათ დღეს გაჰქონდათ. აღარ შეგვიძლია, ქუჩაში გატანა არ შეიძლება - 50 ლარია ჯარიმა, სად გვაქვს ახლა 50 ლარი, მაგის ჯარიმები რომ ვიხადოთ? პირველ სართულზე ვცხოვრობ, ამ ყინვაში რომ ბუზები გეყოლება სახლში. სასაცილო არაა?! ტარაკნებზე აღარ მაქვს საუბარი. ღამე სინათლე რომ აანთო, იატაკი სულ გავსებულია ტარაკნებით, სასწრაფოდ ვითხოვთ, მოგვხედოს მერიამ,“ - განაცხადა ირაკლი აბაშიძის ქუჩის მცხოვრებმა ლია შანიძემ.
„იმდენი ბუზები და ტარაკნები გვყავს სახლში, ოჯახში ვხუმრობთ, მალე ჩვენც გაგვყრიან-თქო, სადარბაზოში გასვლა გვეშინია, ვირთხა შემოგეფეთება. ისე გათავხედდნენ, აღარც კი ეშინიათ ადამიანების, ამაყად დასეირნობენ სადარბაზოებში. ორჯერ დავრეკეთ მერიაში, მაგრამ გაქცევს კი ვინმე ყურადღებას?! არ ვიცი, თუ ამ დღეებში ეს პრობლემა არ მოგვარდება, ალბათ, გავგიჟდები,“ - გვითხრა ირაკლი აბაშიძის ქუჩის მცხოვრებმა, ქალბატონმალალიმ.
„ცხრასართულიანი ბინის ბუნკე-რების მთლიანი სისტემა სავსეა ნაგვით, კიდევ, ეს ვირთხები მის ჭკუაზე დათარეშობენ. გაოცდები კაცი, ისეთი დამოკიდებულებაა, დასუფთავების სამსახურსა და მოსახლეობას შორის,“ - თქვა აბაშიძის ქუჩის მცხოვრებმა ჯუდო კანდელაკმა.
როდის მოიცლის  დასუფთავების სამსახური და გაასუფთავებს ნაგვის ბუნკერებს, მშენებარე პარლამენტის წინ მდებარე კორპუსებიდან? ამის გასარკვევად ქუთაისის მერიის დასუფთავების განყოფილების უფროსს ფრიდონ ბეშკენაძეს მივმართეთ.
„თანაქალაქელებისთვის ცნობილია, რომ ბოლო ერთი თვის მანძილზე შეგვექმნა სატრანსპორტო პრობლემები ნაგავშემკრებ 8 მანქანასთან დაკავშირებით. ამან გამოიწვია გარკვეული შეფერხებები, თუმცა ჩემთვის მიუღებელია, ორი-სამი კვირა ტერიტორიიდან ნაგავი იყოს გაუტანელი. ახლავე გადავრეკავ და აღნიშნული კორპუსები უახლოეს მომავალში გაიწმინდება,“ - გვითხრა მან. 
სანამ დასუფთავების სამსახური პარლამენტის წინ მდებარე კორპუსებიდან ნაგავს გაიტანს, მანამდე ქუჩის მცხოვრებლები,  ქართული  ფილმის  „უძინართა მზის“ კოლორიტული პერსონაჟების - მეზობლების ამპლუაში იქნებიან და მათსავით გამოხატავენ აღშფოთებას: „შეგვჭამეს, ბატონო, ამ ვირთხებმა!“
(p.s)

0 comments:

Post a Comment