ძიება

Saturday, June 11, 2011

დიპლომი განვადებით, წელიწადში სულ რაღაც 1750 დან 2250, სესხი 4 წელიწადში იფარება

რამდენიმე დღეში საქართველოში მორიგი ერთიანი ეროვნული გამოცდები აიღებს სტარტს. ჩვეულებისამებრ, აბიტურიენტებს 3 ძირითად და ერთ დამატებით საგანში მოუწევთ საკუთარი თავის გამოცდა. „გადაბარიერების“ (20 ქულის ზემოთ) შემთხვევაში „გასტუდენტდებიან“. წლევანდელ ნაკადს, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიიღებს მონაწილეობას თურმე „გმირ აბიტურიენტებსაც“ უწოდებენ. სად აბო ტფილელის და სად ამათი წამებაო. ვაჟკაცურად გაუძლეს (გოგონებმა კიდევ „ვაჟქალურად“) მთელს სასკოლო 8 გამოცდას, სადაც ურთულესი კითხვებით დამძიმებულებს კინაღამ თავი გადაეწვათ. მეთორმეტე კლასის მოსწავლეს რომ საატესტატო გამოცდაზე კითხავენ 90 წუთი მეტია თუ ნახევარი საათიო, ამაზე მეტი ბოროტება რა უნდა გინდოდეს ახალგაზრდა თაობისათვის. ანდა კიდევ, რომელი ქიმიური ელემენტია გამოსახული_H? ხედავთ? ნამდვილად დასაკვეხნად გვაქვს საქმე, უნიჭიერესი და უერუდირებულესი თაობა გვეზრდება და სახელმწიფოც ამის ხელშეწყობის მეტს არაფერს აკეთებს. ხუმრობა იქეთ იყოს და უნდა გვრცხვენოდეს. ასეთი კითხვები ჩემთვის მეხუთე კლასში რომ დაესვათ პანღურს თუ არა მუშტს მაინც ვუთავაზებდი (იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუ უკან გამობრუნებული ხურდა ძალიან მძიმე არ იქნებოდა) საატესტატო გამოცდების ამ დონემდე დაშვების სიბრაზეს ჯერ კიდევ არ გაევლო ჩემთვის, რომ იფრო უკეთესი ამბავი გავიგე. თურმე მოსწავლეთა 10% ვერ ჩაუბარებია და უფლება არ აქვთ ეროვნულ გამოცდებზე გასვლის, აფსუს რა შანსი დაკარგეს „გასტუდენტების“. საიტებზე ძებნისას გავიგე რომ საქართველო პირველი ქვეყანაა მოსახლებასთან შეფარდებით დიპლომების რაოდენობით, თუმცა ალბათ იმიტომ, რომ საქართველოში უდიპლომო სასიძოების დაწუნება კვლავ არის აქტუალური. წელს განათლების სამინისტრო 30 000 მდე სტუდენტის მიღებას აპირებ თუმცა რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, მისაღებ ადგილზე ცოტა აბიტურიენტია საინტერესოა რატომ არვის უჩნდება კითხვა, ამ 10 პროცენტში მოხვედრილი მოსწავლეები რამ მიიყვანათ მეთორმეტე კლასამდე? შეიძლება გაჩნდა კიდეც, მაგრამ ის ისევ უპასუხოდ დარჩება, როგორც უამრავი კითხვა, რომელიც დაგროვდა განათლების სამინისტროს მისამართით.
რა ღირს საქართველოში სწავლა? და რამდენად შეესაბამება მისი ღირებულება დღევანდელი ქართული სტანდარტების სამუშაოს? რამდენი უნივერსიტეტდამთავრებული ახერხებს საერთოდ დასაქმებას თავისი პროფესიით და როდის ამოიღებს სტუდენტი თანხას, რომელიც დაიხარჯა მის სწავლა–განათლებაში? სახელმწიფო უნივერსიტეტებში განათლების მიღება 1750 ლარიდან 2250 ლარამდე მერყეობს.
მის ზრდადობას უნივერსიტეტის პრესტიჟი განაპირობებს. წარმოუდგენელი მდგომარეობაა კერძო სასწავლებლებში, სადაც 16 000 ლარამდეც კი აღწევს. იმ შემთხვევაში, თუ ბედმა გაგიღიმა და „ ვიღაცის ვიღაცოობით“ მუშაობა დაიწყე ხელფასი მაქსიმუმ 500 ლარი გაქვს. ეს საშუალოდ, თორემ 100 ლარიანებიც ბევრი მინახავს. ხოლო, რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ადამიანი საქმდება უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ნუ შეგეშინდებათ, მე უფრო ცოტა მეგონა. ეს განათლებამიღებულთა მთელი 5 %-ია. როდის მოხდება ჩადებული ინვესტიციის ამოღება? როგორც ვხედავთ, არც ისე კარგი ბიზნესია ეს სწავლა–განათლება, მშობელი ამით ერთგვარად თავს იზღვევს, სიბერეში ვინმემ რომ უნდა არჩინოთ, მაგრამ სანამ ისინი დაბერდებიან იქნებ ეშველოს ჩვენს ქვეყანს რაიმე. გავა წლებიც, სამუშაოს პოვნა სულ უფრო და უფრო გართულდება, შემდეგ იმედგაცრუებული „ნასტუდენტარი ახალგაზრდობა“ უბრალო მუშის თანამდებობას ჯერდება. ელექტრიკი, კაფელჩიკი, პარკეტჩიკი, მალიარკა, და ბოლოს ყველაფერჩიკი. ესენიც ხომ სჭირდება საზოგადოებას. ალბათ მალე უდიპლომო სასიძოების სინდრომიც დაიძლევა საქართველოში, უმეტესობა ხომ ამისათვის წვალობს და ღვრის ოფლს, რომ სქელჯიბიანმა სასიმამრომ არ დაიწუნოს. სხვა თუ არაფერი განათლებულიაო იტყვიან. p.s მე არ მინდა ვცხოვრობდე ქვეყანაში სადაც დიპლომი გეხმარება სასურველი ბედის ძიებში

6 comments:

Anonymous said...

Kargi postia.

ნინოინანეიშვილი said...

მომეწონა!!!ჩვენ ლექტორიც კი გვახსენებს ყოველ სხემინარზე რას იკლავთ თავს თქვენდან მხოლოდ 5პროცენტი თუ იშოვის ნორმალურ სამუშაოსო,განათლების სისტემაზე აღარაფერს ვამბობ,მითუმეტეს სკოლაზე,რაც მაგ სისტემას ჩამოვშორდი უკან დაბრუნება აღარ მინდა=]]კარგი იქნება თუ უნივერსიტეტები სტუდენტების ჩარიცხვის ზღვარს აწევს,არაფვერში გვჭირდება ზღვარს 1ქულით გადაცდენილი ექიმები,იურისტები,ეკონომისტები და ა.შ (ბევრი დავწერე და სათქმელიც კიდე ბევრი დამრჩა=]]])

Anonymous said...

momewona sheni mosazrebebi analogiuri mdfmareoba chemtan samedicinoshi, 25 quliani abvshvebi agar unda swavlobdnen unishi

დემოკრატიით ნასაზრდოები სტუდენტები said...

მართლაც რომ გაუგებარია, თუ რა უნდა ქნას სტუდენტებმა, ინვესტიცია განათლებაში ჩადონ თუ უახლესი აპარატურა იყიდოს პარკეტის დასაგები, ფული ყოველთვის მეორეს უფრო ჰქონდა ისე

Anonymous said...

dzaan magaria, vfiqrob movlen abiturientebi gons da ara prestijul sagneba chaabareben rogorebicaa, saertashoriso urtiertobebi, biznen martva da a.sh aramed cora realurebs :D

Pakura ს ბლოგი said...

ჯერ ეს ერთი არავინ თქვას საატესტატო გამოცდები ჩავაბარეო, და იმ 10 % პროცენტს რომ აეღო ატესტატი აღარ შეიძლებოდა მე დაუხევდი პირადად იმიტომ რომ ღირსიც იყვნენ. ნუ როგორაც არ უნდა ვთქვათ ეს ქართველებში ჩამარხულია და იქნება კიდე დიდხანს ის მენტალიტეტი არის თუ რა შეგნებაცაა რომ ყველას შვილს დიპლომი უნდა ჰქონდეს და მგონია რომ ასე ერთბაშად ამას არ ეშველება რამდენი გამოცდებიც არ უნდა დაუნიშნო ხალხ მილიონობით ფულს დახარჯავენ და მომამზადებენ შვილებს და იმიტომ კიარა რომ მერე თანხა გაუორმაგდეს რაც დახარჯა პირიქით მეზობლების გულის გასახეთქად ხარჯავენ. ნუუ ვისაც უნდა მართლად და მიზანი აქვთ იმათ შეიძლება გაუმართლოთ და მიახწიონ მიზანს, ხოლო ვინ მხოლოდ დიპლომის გულისთვის სწავლობს ისწავლოს მაგრამ მერე არ იტრაბახოს რომ 2 დიპლომი მაქვს და ტაქსისტი ვარო.

Post a Comment