ძიება

Tuesday, August 16, 2011

21-ე საუკუნის გმირები___ჩვენი ემიგრანტები


,, ბებია, მე რამხელა ვიქნები დედიკო რომ ჩამოვა?  დიდი ბებო დიდი, მაინც აი ამხლელა ვიქნებიი?! ( ხელი ასწია ბავშვმა და ჰაერში   ახტა რაც კი შეეძლო  და კითხა ბებიას,  იმხელაა ვიქნები?? ბებიას არც შეუხედავს  და ისე უპასუხა თვალცრემლიანმა,   ხო ბებო მაგხელა იქნები, " შემდეგ იქ შეკრებილმა ადამიანებმა ყველამ დაძრულ ავტუბუსს დაუქნია ხელი,  იქედან კი ყველა თვალცრემლიანი იყურებოდა,ავტობუსს მეც გავაყოლე თვალი,  რომელსაც უკან საბერძნეთი  ეწერა. ამ ფაქტს რამდნეიმე დღის წინ შევესწარი  და სახლში მოსული,  დავინტერესდი გამეგო თუ რამდენი ადამაინი  მიდის ამ ,,დალოცვილი" საქართველოდან ყოველდღე ლეგალურად თუ არალეგალურად,  თუმცა ჩვენი ემიგრანტების 80% ხომ მაინც არალეგალურად მიდის და მათ,  რათქმაუნდა, სტატისტიკის ეროვნული ცენტი ვერ აღწერს, თუმცა ისინი მაინც დებენ რაღაც მონაცემებს ტყუილია თუ მართალი ეს თქვენვე განსაჯეთ!
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიგრაციის ტენდენცია ოფიციალური მონაცემებით 2009 წელს დადებითი იყო. „32 ათასით მეტი ადამიანი შემოვიდა ქვეყანაში, ვიდრე გავიდა.“ მათივე მონაცემებით, 2010 წელს საქართველოს მოსახლეობა 4,436 მილიონია,თუმცა განსხვავებულ მონაცემებს აქვეყნებს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, მათი დასკვნის თანახმად,2010  წელს საქართველოში მიგრაციის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაორმაგდა და საქართველო პირველად შევიდა იმ ქვეყნების ათეულში, რომლის მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად ითხოვენ საზღვარგარეთ თავშესაფარს. დასკვნაში მითითებულია, რომ საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა საზღვარგარეთ სამუდამოდ წასვლის მსურველთა ზრდის ტემპებით. აქვე არის აღნიშნულია ისიც რომ  საზღვარგარეთ წამსვლელთა 65 % (18 დან 30 წლამდე) ახლაგაზრდაა.აღარ გვინდა ამდენი სტატისტიკა არც ის გაბერილი თუ დაპატარავებული ციფრები რომელსაც სხვადასხვა  ორგანიზაციები თავს გვახვევენ , ფაქტი ერთია, რომ ჩვენი ემიგრანტები ,, ბევრნი არიან, ძალიან ბევრნი... იმაზე მეტნი, ვიდრე ოდესმე ყოფილან..." ქართველებზე ერთი ანდაზა მახსენდება ,,პატარაში ქვაბში არ ჩანდა და დიდში არ ეტეოდაო" აი ასეა  ჩვენი საქმე,  საქართველოში ძალიან ცოტანი ვართ თუმცა მეეჭვება რომ არსებობდეს ქვეყანა სადაც ქართველი არ ცხოვრობდეს, ყველაზე ხშირად  ქართველებს რუსეთში,  იტალიაში,  საბერძნეთში, ესპანეთში,  თურქეთში  გერმანიაში და თუნდაც  ამერიკაში შეხვდები, ალბათ ყველა დამეთანხმებით რომ ისინი ამ ქვეყნებში არა სამოგზაუროდ და  გირშესანიშნაობების დასათვალიერებლად კი არ ჩადიან, არამედ სამუშაოდ, მუშაობენ და აკეთებენ ყველაფერს,  პატიოსანი შრომით რაშიც კი ფულს შესთავაზებენ,  უვლიან 100 წლამდე მოხუცებს  ცვლიან "პამპერსებს", უვლიან ბავშვებს,    ხეხავენ უნიტაზებს,  ცლიან ღამის ქოთნებს... ალაგებენ  ოთახებს, ეზოებს,  ქუჩებს,  აშენებენ სახლებს და აკეთებენ ყველაფერს რაშიც ფულს აიღებენ და შესძლებენ საკუთარი მრავალსულიან ოჯახს,  პურის ფული გაუგზავნონ.  ცხოვრობენ წლები და მონატრებას, ტელეფონით საუბარში კლავენ, ყოველი მათი ოჯახთან საუბარი მთავრდება, სიტყვებით მალე ჩამოვაალ!!!   საზღვარგარეთ  წასვლის მიზეზი ყველას სხვადასხვა  აქვს თუმცა მიზანი ყველას ერთი, უკეთესი ცხოვრების მოწყობა მათთვის საყვარეელი ადამაინებითვის, მონობისა და დამცირების  ხარჯზე. ეს რეალობა, მწარე რეალობა, რეალობა რომელზედაც ,,თვალებში" ჩახედვა არავის სურს, არც მათ ვისთვისაც ეს მისი მოვალეობაა
როდის და როგორ შეძლებს  სახელმწიფო ამ ადამიანების  ქვეყანაში დაბრუნებას? ან თუ შეძლებს როგორ? სიტყვიერი, ცრუ  ჩვეული დაპირებებით,   ჩამოვლენ კი ემიგრანტები ფანტანებისა ცათამბჯენების , გზებისა და მუდმივი ელექტროენერგიის ხიბლით?! დაბრუნებულებს დახვდებათ კი აქ ის გარემო "შინ დაბრუნების" განცდას რომ  შეუქმნის  და ახლობლების მონახულების შემდეგ, აღარ  გაუჩნდეთ იქ დაბრუნების სურვილი, მე ჯერ  იქედან დაბრუნებული, ისე რომ აქ ცხოვრება, ფინანსური პრობლემების გარეშე გაეგრძელებინოს არ მინახავს.

p.s მე არ მინდა ვცხოვრობდე ქვეყანაში სადაც ადამიანები პურის ფულის  გამო, სხვა ქვეყნებში მონებად არიან ქცეულნი


Sunday, August 7, 2011

აგვისტოს 5 დღე


   რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან სამი წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს ომი ცხინვალის რეგიონში ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის დაიწყო. ომში რუსეთი ოფიციალურად 8 აგვისტოს ჩაერთო, აგვისტოს ომი, დიდი ტრაგედია იყო დამოუკიდებელი საქართველოსთვის. მრავალმა ადამინმა გამოთქვა თავისი მოსაზრება ამ ომთან დაკავშირებით, მათ შორის იყვნენ (დღესაც არიან) ისეთებიც, რომლებიც თვლიდნენ, რომ ეს ომი საქართველომ მოიგო და სამარადისო გამარჯვება მოიპოვა, თუმცა   არიან ისეთებიც რომლებიც ფიქრობენ რომ სასტიკად დავმარცხდით, აღნშნულ ომთან დაკავშირებით  დაიწერა ბევრი, ითქვა უფრო ბევრი და  აღარ ვაპირებ კიდევ ერთხელ ვისაუბრო დეტალურად თუ რა, როგორ და რანაირად მოხდა.  მე გახსენებთ ფაქტს რომელიც სამი წლის წინ 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო და 12  აგვისტოს დასრულდა. ზოგჯერ  სურათები უფრო ბევრის მთქმელია ვიდრე ცარიელი ფრაზები.( ბლოგზე ატვირთული ფოტოები არის დაკოპირებული სხვადასვა საიტებიდან)





მოსიარულე ძეგლების სენი ქუთაისსაც გადაედო


პირველად ამ თემაზე საზოგადოება 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ალაპარაკდა, როცა კულუარულად გახდა ცნობილი, რომ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მეფის ძეგლს აიღებენ და „სადგურის მოედანზე", ლენინის ძეგლის ყოფილ ადგილზე დადგამენო. მაშინ საზოგადოება ერთსულოვანად ძეგლის  გადაადგილების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, 4 ივლისს  საკრებულოს  წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ძეგლი ცენტრალური მოედნიდან  აღნიშნულ ,, სადგურის მოედანზე"  გადაეტანათ. არგუმენტი მეტად თავხედურად ჟღერს  - საზოგადოების მრავალწლიანი თხოვნააო.

„ბორბლებზე შემდგარი მოსიარულე ძეგლების” თემა საქართველოში ვიღას  უკვირს. სიმართლე გითხრათ, არც ის გამიკვირდება ხვალიდანიმ ადგილზე,, პლასტმასის მოედნის”ან ,, მორბენალი შადრევნების” დამონატაჯება  რომ დაიწყონ. პოლიტიკური ინფორმაციებს  უკვე ყურიც მიეჩვია, თვალიც და, მგონი, ტვინიც.
და მაინც არის რაღაც, რაც არ უნდა დაცხრეს:  ეს  არის საზოგადოების ერთსულოვნება  და ადამიანური თანადგომის ნაზავი, რომელიც ქმნის ძალას, ძალას რომლის წინაშეც ყველანი უძლურია, თუმცა ქართველები ცოტა უცნაური ხალხი ვართ, ,, კრიტიკა უპირველეს ყოვლისა"  ეს ჩვენი დევიზია. კულუარულ წრეებში თავიდანვე  დაიწყო ამაშუკელის შედევრის კრიტიკა, რაც მალე საყოვლთაო გახდა.  ამბობდნენ, რომ ომში მეფები და  მეომრები ჭაკ ცხენზე ისხდნენ  და არა ულაყზეო ( რიგი და რიგი  მიზეზების გამო).  დღეს  ძეგლი ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე აღარ დგას,  ეს არის რეალობა რომელსაც , ვერც  მე და ვერც თვენ გაექცევით. ახლა კი მოდი რამდენიმე  ათეული წლით უკან გადავიხდოთ და გავიხსენოთ, თუ როდის    დაიდგა აღნიშნული არქიტექტურული შედევრი,  ვინ არის მისი შემქმნელი და იყო თუ არა  ძეგლის ცენტრალურ მოედანზე დადგმისას საზოგადოება ერთ აზრზე ?!  
ქალაქის იმჟამინდელ  შაშიაშვილისეულ  ხელმძღვანელობას უპირობოდ მიაჩნდა, რომ ძეგლი ცენტრალურ მოედანზე უნდა განთავსებულიყო და მისი შექმნის პატივი გამოჩენილ ქართველ მოქანდაკეს, საქართველოს სახალხო მხატვარს, ელგუჯა ამაშუკელს უნდა  რგებოდა წილად. ამაშუკელის  პროფესიული სტლისამებრ, როგორც მის მიერ ადრე შექმნილი გორგასალი, ძლევამოსილი დავით IV-ს ცხენზე უნდა ამხედრებულიყო, ხელში კი გელათის მაკეტი სჭეროდა. ბრინჯაოში ჩამოსხმული მეფე ქალაქის გულში უნდა მდგარიყო და ფუნქციურად დაკავშირებოდა თანამედროვეობის მჩქეფარე რიტმს. თუმცა იმ დროშივე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დავითის  ძეგლის ცენტრალურ მოედანზე  დადგმას ეწინააღმდეგებოდნენ. მათ შორის იყო არქიტექტორი ამურ ფხაკაძე,  რომელიც ამბობდა, რომ მოქანდაკე რეზო რამიშვილის პროექტით, დავითის ძეგლი - კოლოსი ქუთაისის მახლობლად, გოდორას მთაზე უნდა აღმართულიყო, ისე, რომ ქალაქის ყველა წერტილიდან  გამოჩენილიყო  მისი  სიდიადე, ბრწყინვალება და ძლევამოსილება. მისთვის ტროლეიბუსის სარკმლის ჭუჭყიანი მინიდან გულგრილად კი არ უნდა ემზირა ვინმე შემთხვევით მგზავრს, არამედ, საქართველოს ყველა დროის უპირველეს მეფეს შორიდანვე კრძალვითა და პატივისცემით უნდა მიახლებოდა შთამომავლობა. თუმცა ფაქტია,  მათი რჩევა და მოთხოვნა არ გაითვალისწინეს და ძეგლი  ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დადგეს,  არქიტექტურული შედევრის გახსნას 3 ათასამდე უცხოელი და  საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ათასობით მამულიშვილი ესწრებოდა .იგი  დიდი ზარზეიმით გაიხსნა 1995 წელს  და  2011 წლის 7 აგვისტოს დილის 5 საათამდე მედგრად იდგა ქალაქ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე.

Monday, August 1, 2011

ბლოგერები პატარძეულს სტუმრობდნენ

Add caption
Add caption
თოთხმეტ დამწყებ ბლოგერს,  ,,ასმა ახალგარრდულმა ორგანიზაციამ,, დონორების მხარდაერით (TOL-ის, CIVITAS–ისა და Agora CE ) კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში უმასპიუნძლა. ტრეინინგს ჟურნალისტიკის სპეციალობის  სტუდენტებს, ქართველი და უცხოელი ტრენერები გვიტარებდნენ.  სოციალური მედიის სემინარის მსვლელობისას, მონაწილეებს შესაძლებლობა გვქონდა გავცნობოდით ახალი მედიის უკანზსკნელ ტენდეციებსაც. ტრეინინგს სამი დღის განმავლობაში  bbc-ის ჯურნალისტი კევინ სტოუნი და ჯიპას ლექტორი სანდრო ასათიანი უძღვებოდა, ხოლო შემდეგ კი ჩეხეთის არასამთავრობო ორგნაზაცია (Agora-ს­) დამფუძნებელი ივანა ბურსიკოვა. ერთი კვირა ჟურნალისტებმა საკმაოდ ნაყოფიერად და ამავე დროს  ხალისიანად გავატარეთ, დონორების მხარდაჩერით ასევე დავათვალიერეთ კახეთის ღირსშესანიშნავობები: ( ეკლესია-მონასტრები, გამოჩენილი ადამიანების სახლ-მუზეუმები სიღნაღის მუზეუმში კი ფიროსმანის ნამუშევრების  გამოფენაც ვნახეთ). ტრეინინგი 30 ივლისს დასრულდა და დამწყები ბლოგერები მომავალში ტრენინგზე დაგროვილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებბას შევეცდებით