ძიება

Monday, August 1, 2011

ბლოგერები პატარძეულს სტუმრობდნენ

Add caption
Add caption
თოთხმეტ დამწყებ ბლოგერს,  ,,ასმა ახალგარრდულმა ორგანიზაციამ,, დონორების მხარდაერით (TOL-ის, CIVITAS–ისა და Agora CE ) კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში უმასპიუნძლა. ტრეინინგს ჟურნალისტიკის სპეციალობის  სტუდენტებს, ქართველი და უცხოელი ტრენერები გვიტარებდნენ.  სოციალური მედიის სემინარის მსვლელობისას, მონაწილეებს შესაძლებლობა გვქონდა გავცნობოდით ახალი მედიის უკანზსკნელ ტენდეციებსაც. ტრეინინგს სამი დღის განმავლობაში  bbc-ის ჯურნალისტი კევინ სტოუნი და ჯიპას ლექტორი სანდრო ასათიანი უძღვებოდა, ხოლო შემდეგ კი ჩეხეთის არასამთავრობო ორგნაზაცია (Agora-ს­) დამფუძნებელი ივანა ბურსიკოვა. ერთი კვირა ჟურნალისტებმა საკმაოდ ნაყოფიერად და ამავე დროს  ხალისიანად გავატარეთ, დონორების მხარდაჩერით ასევე დავათვალიერეთ კახეთის ღირსშესანიშნავობები: ( ეკლესია-მონასტრები, გამოჩენილი ადამიანების სახლ-მუზეუმები სიღნაღის მუზეუმში კი ფიროსმანის ნამუშევრების  გამოფენაც ვნახეთ). ტრეინინგი 30 ივლისს დასრულდა და დამწყები ბლოგერები მომავალში ტრენინგზე დაგროვილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებბას შევეცდებით




Tuesday, July 5, 2011

სად ურჩევნიათ დასვენება სტუდნტებს, მთაში თუ ზღვაზე?!


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უმეტეს ქალაქში ზაფხულისათვის არც ისე შესაფერისი ტემპერატურაა, ახალგაზრდების  უმრავლესობა და არა მარტო,  მაინც ემზადებიან სხვადასხვა კუთხეებში დასვენებისათვის. ზოგს მთა იზიდავს, ზოგს კიდე ზღვა, ზოგს უნდა უბრალოდ გაექცეს ქალაქისა  და სამსახურის გიჟურ ცხოვრეებას და სადმე რომელიმე სოფელში  მყუდროდ დაისვენოს,  რამდენიმე კვირით დაივიწყოს პრობლემები და სურვილისამებრ გაერთოს კიდეც. ბლოგმა გადაწყვიტა  ის სტუდენტები ჩაეწერა, რომლებიც,  სწავლის მიუხედავად, თავდაუზოგავად მუშაობენ. მოდით ვკითხოთ მათ,  თუ სად აპირებენ ზაფხულის გატარებას.

ნინო ბაქრაძე  (ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მესამე კურსის სტუდენტი, გაზეთ  „პ.ს“ ჟურნალისტი)

_ ნინო, დაიღალე თუ არა წლევანდელი დაძაბული რეჟიმით და სად აპირებ დასვენებას?!

_მართლაც რომ ძალიან დავიღალე,  ძალიან დატვირთული იყო ეს წელი ჩემთვის, უნივერსიტეტში მართალია ბევრი არაფერი ხდება და თავსაც არ ვიკლავ მაგაზე ზრუნვით, თუმცა მაინც მოითხოვს გარკვეულ დროს. ვმუშაობ ასევე გაზეთში  და თითქმის მთელ დროს მას  ვუთმობ. რაც შეეხება დასვენებას,  ჯერ გურიაში ვაპირებ წასვლას და შემდეგ ბათუმში,ცუდად ვარ უკვე, გადავიწვი მგონი. ერთი სული მაქვს, რომ მოვშორდე ქალაქს და დავისვენო.


ნინო მოსეშვილი ( ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ,, ,,ლამპარის,, ფსიქოლოგიის  მეოთხე კურსის  სტუდენტი)

_ წლევანდელი წლით მართლაც  რომ დავიღალე, სულ  გადარბენაზე ვიყავი სწავლისა და სამსახურის გამო. ახლა  მინდა სადმე ბუნებაში წავიდე, სადაც სიმშვიდე იქნება და არაფერი არ შემაწუხებს, მობილურსაც კი გამოვრთავ რამდენიმე კვირით.

გოგა კიკაჩეიშვილი ( აკაკი წერეთლის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პირველი კურსის სტუდენტი, მსაჯი)

_ ძალიან დავიღალე წლევანდელი წლით, სწავლის გარდა ასევე მსაჯობას ვეუფლები და საკმაოდ წარმატებულადაც გამომდის. ზაფხულში ბათუმში ვაპირებ დასვენებას. ეს ქალაქი ძალიან მიყვარს.

მალე ქალაქი დაიცლება, ყველა სასურველ კურორტს მიაშურებს,  ყველა დახარჯავს წლის დანაზოგს და ზაფხულს  სასიამოვნოდ გაატარარებს, მერე კი ისევ დაუბრუნდება ქალაქი და ადამიანები თავიანთ ჩვეულ ფორმაში


Friday, July 1, 2011

ჰომოფობია თუ პროვინციალიზმი ქუთაისში?!




 საჯაროდ არ იცნობდნენ, თუმცა მის ორიენტაციაზე ქალაქში კულუარულად მაინც  ყველა საუბრობდა. ,, 400 ლარად გაყიდული თავმოყვარეობა და უკომპლექსო გულახდილობა, აი რა კვალი დატოვა მან ცხოვრებაში. გადაცემა „სიმართლის დრომ“ ალბათ წერტილი დაუსვა მის ესოდენ დიდ სახელს გენიოსისა და უბრალოდ უზნეო გარყვნილად აქცია. "" ასე მესმოდა მისი გარდაცვალების შემდეგ უმრავლესობა ადამიანებისგან.
    ალბათ ყველანი მიხვდით თუ ვისზე მაქვს საუბარი, აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტის  პროფესორ თამაზ კანდელაკზე. ის რამდენიმე დღის  წინ გარდაიცვალა, ქალაქში მის სიკვდილზე ყველა საუბრობდა, ვინც სახელითა და გვარით ვერ იხსენებდა, მინიშნებად სიმართლის  დროს და მის ორიენტაციას ახსენებდნენ და მერე ყველა ხვდებოდა თუ  ვისზე იყო საუბარი.  მისი  გასვენება  შორებელმა ნათესავმა აიღო საკუთარ თავზე. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ათეული წელი პროფესორად მუშაობდა ( და აკმაოდ დამსახურებულიც) მის სამძიმარზე არცერთი სტუდენტი არ მოსულა .




. შორიდან ვუყურებდი,(მეზობელი იყო) დაკრძალვისას  ორი თაიგული  ჩამოიტანეს მხოლოდ.  ერთი მეზობლების ნაყიდი, რომელიც რამდენიმე მოხუცმა ქალმა შეიტანა და მეორე არ ვიცი ვინ...  გარდაცვლილი მესამე დღეს დაკრძალეს, ნათესავმა მეჩქარება, მე ჩემი საქმე მაქვსო აქ კიდევ პანაშვიდზე არავინ  მოდის , დილას კარების გაღებითა და საღამოს დახურვით დავიღალეო. სასახლის ჩამოტანის დრო რომ დადგა, ირგვლივ კაცი არავინ ჩანდა,   ნათესავი მუშათა ბირჯაზე გაიქცა და ოთხი მუშა დაიქირავა.  ათამდე ქალბატონმა ( სავარაუდოდ ორი სიმართლის დროში რომ გულშემატკივრობდა) და ოთხმა დაქირავებულმა მუშამ პროფესორი იმიერ სასუფეველს მიაბარეს.

   ადამიანთ შორის გათიშულობა ნუთუ იმდენად დიდია, რომ რაც გვევალება უფლისა და საკუთარი თავის წინაშე ფეხებზე დავიკიდოთ სულელური პრინციპების გამო. როდესაც ადამიანი აშავებს დაზარალებული მხოლოდ და მხოლოდ თვითონაა, ჩვენ არც ერთ სულიერს არ გვაქვს იმის უფლება, რომ ერთმანეთი განვსაჯოთ და შეცდომების გულისათვის უკანასკნელად მაინც არ მივაგოთ ადამიანს თავის კუთვნილი პატივი. ბრბო და მხოლოდ ბრბო, ერთმანეთის ფეხის ხმას აყოლილი. ნუთუ ესა ვართ ქართველები, გრცხვენოდეთ ხალხნო, რადგან ქართველი დაიღუპა, გენიოსი ადამიანი და მისდამი ელემენტარული პატივის მიგების ნაცვლად პირზე ხელაფარებული ვხარხარებთ. თქვენ თვითონ განმსაჯეთ, მითხარით რომ ვცდები იმაში, რომ მკვდარზე, რომელზედაც საერთოდ ან კარგს ლაპარაკობენ და ან არაფერს, ამ ადამიანის მიმართ კი საზოგადოების ირონიის წინააღმდეგ გამოვდივარ. სხვა ტუ ცდება ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენც შევცდეთ და ამით სამაგიერო გდავუხადოთ, თუნდაც იმისთვის, რომ ფორმალურად „კაი გაგების ქუთაისი“ ამ ადამიანის გამოსვლის შემდეგ უბრალოდ ქუთაისი გახდა.

p.s  ახალო თაობავ, სტუდენტებო, შეგვეზლო უფრო ჰუმანურნი ვყოფილიყავით და ღიმილის გარეშე გავცლოდით იქაურობას ..............................    

Tuesday, June 28, 2011

გასქელებული ჯიბეები და სისხლგამოწოვილი სტუდენტები შოკოლადის ფასად


ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ თუ ოდესმე  სისხლი ჩვენთვის ან ჩვენი ახლობლებისaთვის დაგვჭირდება, ალბათ ქალაქში  ადგილობრივ სისხლის ბანკს მივმართავთ. თუ გაგვიმართლა და სისხლის არსებული ყველა ჯგუფი დაგვხვდა, თანამშრომლები ამაყად „მენიუს“ გადმოგაწოდებენ, სადაც თითოეულ  სისხლის ჯგუფს თავისი ღირებულება აქვს. ფასები თითქმის ერთანირია. მხოლოდ დეფიციტურ, მეოთხე ჯგუფის სისხლს აქვს განსხვავებული ფასი სხვა სისხლის ჯგუფებთან შედარებით  და მასში საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდაც მოგიწევთ.


ცხოვრება ფულიაო და აჰაა...  ბუნებრივია, სისხლი ადამიანის სიცოცხლისათვის ერთ-ერთი აუცილებელი რამ არის და ამიტომაც „დედამიწის დამძიმებისათვის“ გადასახადებიც უნდა ვიხადოთ. მეგონა ეს ერთგვარი ბიზნესი იყო, სისხლის ყიდვა–გაყიდვა სავაჭრო საქონელივით იყო, თუმცა ამ საკითხში გარკვევის შემდეგ ჩემს თავს ვუსაყვედურე, რატომ არ გამახსენდა, რომ საქართველოში ვცხოვრობ?! ისევ შევცდი...
 ხშირად სხვადასხვა ტელეარხებზე საკმაოდ კარგი  შეფუთვის სარეკლამო რგოლები გადის, რომლებიც საზოგადოებას სისხლის უანგაროდ გაღებისაკენ მოუწოდებენ. ,, გაიღე სისხლი გადაარჩინე სამი ადამიანი,, და ჰუმანიზმით განმსჭვალული მოქალაქენი ხშირად მართლაც აბარებენ სასიცოცხლო სითხეს.  მსგვასი ლოზუნგებით დატვირთულ გვერდს ,,facebook,,ზეც მივაგენი, სადაც გულისამაჩუყებელი post-ების წყალობით საზოგადოებაც აქტიურადაა ჩართული სისხლის ბანკების ბიუჯეტის შემვსებ აქციებში.
Facebook–ზე  წერია ასევე ისიც, რომ მიიღებენ არანალებ 450 მლ სისხლს ერთი ადამიანისაგან, რომლის  შემდეგაც 100 გრამს 45 ლარად ყიდიან.  ანუ 202.5  ლარი ერთი დონორისაგან. ბუნებრივია, კარგია, როცა სტუდენტებს სურს სისხლი უანგაროდ გაიღონ და ამით სიცოცხლე გადაარჩინონ, თუმცა ისმის კითხვა, რატომ ღირს უანგაროდ გაღებული სისხლი საკმაოდ დიდი თანხა? მაშინ, როცა სტუდენტები აქტიურად იღებენ სისხლს და  არანაკლებ 450 გრამს,  ხომ არ უწყობს ეს ხელს კონკეტული პირების ჯიბეების გასქელებას? არის თუ არა ეს დანაშაული და უნდა მიექცეს თუ არა ამას ყურადღება?! მაგრამ ეს კითხვის ნიშნები კითხვის ნიშნებადვე რჩება. უანგაროდ დონორობა დიდი ქველმოქმედებაა, თუმცა უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ჩვენს უანგაროდ გაღებულ სისხლს, ადამიანები საკმაოდ ძვირად ყიდულობენ.

p.s  მე არ მინდა ვცხოვრებდე ქვეყანაში, სადაც სისხლგამოწოვილი სტუდენტების ხარჯზე კონკრეტული პირები ჯიბეებს ისქელებენ.

Saturday, June 25, 2011

აქცია სადაც სტუდენტებმა, კამერებისა და მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით ამაყად იზასავეს


თბილისში რიყის  პარკში,  წინსწარ დაანონსებული, სტუდენტების,  კოცნის აქცია გაიმართა,  სადაც მონაწილეები,  ,,დემოკრატიით ნასაზრდოები სტუდენტები იყვნენ, რომლებიც  ერთმანეთს საჯაროდ კოცნაში ეჯიბრებოდნენ, მსგვასი საჯარო ღონისძიება სტუდენტებისაგან ცოტა გამიკვირდა და რიტუალის  საჯაროდ ჩატარების მიზეზი ვიკითხე, არც პასუხს დაუგვიანია-
შეკრებილმა საზოგადოებამ ერთხმად აღიარა, რომ ამ ფორმით ისინი გამოხატავდნენ პროტესტს პარკებისა და სკვერების იმ ადმინისტრაციების წინააღმდეგ, რომლებიც მათ პარკებში საჯარო კოცნას უკრძალავენ.  ბევრჯერ დამინახავს საჯარო ადგილებში შეყვარებული  წყვილები თუმცა ადმინისტრაციის მხრიდან არანაირი, წინააღმდეგობა არ ყოფილა.მიუხედავდ სტუდენტების გარკვეული სითამამისა
კოცნის აქციას მონაწილეებზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა. 
მაყურებლებს შორის ყველაზე ნაკლები ახალგაზრდები იყვნენ,მსგვასი რიტუალის ცქერით  უფრო  საშუალო ასაკის ხალხი იყო დაინტერესებული, რომლებს შორისაც ზოგს  ახალგაზრდების ცქერისას ეღიმებოდა, ზოგი კი გულიანად მათ მშობლებს უკმეხად მოიხსენიებდა, თუმცა სტუდენტები კამერებისა და მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით მაინც ამაყად ზასაობდნენ.
აქციის ორგანიზება საინიციატივო ჯგუფმა სოციალურ ქსელ "Facebook"-ის მეშვეობით წინასწარ გაავრცელა, შემდეგი ლოზუნგით:_
მოგვყავს ჩვენი შეყვარებულები, მეგობრები, ცოლები, ქმრები და ყველანი სახალხოდ ვზასაობთ რიყის ახალ პარკში, მინი-ამფითეატრთან!,
 თუ კოცნა დანაშაულია, მაშინ ვამაყობთ, რომ ჩვენ ამხელა დანაშაულს ჩავდივართ ერთმანეთის მიმართ! ", - ეწერა "ფეისბუქზე" განთავსებულ პოსტში. , კამერებისა და მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით კოცნიდნენ.



Tuesday, June 21, 2011

პროვინციალიზმის სუნი და ,, სექსის შიმშილი,, საქართველოში

გლობალიზაცია გაცილებით უფრო სწრაფად იკიდებს ფეხს დღევანდელ მსოფლიოში, ვიდრე სინათლის სხივი მოდის ამ მიწამდე. ჩვენი პატარა ქვეყანა ცოტა არ იყოს მეტიჩრობის დიდი განსახიერებაა. ქვეყანას რას ვერჩი, ჩვენ ვართ ასეთები რომ ხშირად ზედმეტი მოგვდის და „დაუკრეფავშიდაც“ გადავრბივართ. დღეს კი ჩემი ბლოგის ყურადღება იმ კვლევებმა მიიპყრო, რომელიც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) ჩაატარა, გამოკითხული 3000 ,, დემოკრატიით ნასაზრდოები სტუდენტიდან,, 87% ფიქრობს, რომ გოგონებმა ქორწინებამდე სექსისაგან თავი უნდა შეიკავონ, ხოლო ბიჭებისთვის ქორწინებამდე თავის შეკავება 72.4%-ს არარეალურად მიაჩნია. სწორედ ამ შედეგებზე დაყრდნობით, კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ საქართველოში გოგონებს ქორწინებამდე სექსი ,,ეკრძალებათ", ბიჭებს კი ,,მოეთხოვებათ". როგორც სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, ნარკომანია, შიდსი და სექსი საზოგადოებაში კვლავ ტაბუდადებულ თემებად რჩება. ამიტომ ალბათობა იმისა, რომ კვლევის მონაწილე არ იყოს გულწრფელი, დიდია. თუმცა, ამ კვლევის მეთოდად გამოყენებული ანკეტური გამოკითხვა რესპონდენტს საშუალებას აძლევს, დარჩეს ანონიმურად, რაც, თავისათავად, გულწრფელობის ხარისხს ზრდის, თუმცა არა ბოლომდე. საქართველოში პირველი სექსუალური კონტაქტის ასაკი მცირდება. შედეგებმა აჩვენეს, რომ სექსუალური გამოცდილების მქონე სტუდენტების 13.3%-ს პირველი სექსუალური კონტაქტი 15 წლამდე ასაკში ჰქონდათ, 15-დან 20 წლამდე ასაკში 78.2%-ს, ხოლო დანარჩენ 8.5%-ს პირველი სექსი 20 წლის ზემოთ ასაკში ჰქონდა. ამასთანავე, გოგონებიც და ვაჟებიც პირველ პარტნიორად ასაკით უფროსს ირჩევენ, როგორც სექსში უფრო გამოცდილს. რაოდენ სასაცილოდ არ უნდა მოგვეჩვენოს, საგონებელში ჩავარდნილი უფროსი თაობა ამ ყველაფერს სერიალებს აბრალის და ამბობს, რომ მაგათ მოსპეს ახალგაზრდობა, მაგათმა არც დედმამიშვილობა იციან და არც ბიძაშვილობა, საძაგლობას ასწავლიან ჩვენს ბავშვებსო, ზოგი კიდე ევროპასათან დაახლოებას,
მეორე მხარე კი არგუმენტად 21- ე საუკენეს იშველიებს და ამბობს, რომ ისინი სრული დემოკრატიით სარგებლობენ. საინტერესოა ვისზე იმოქმედა 21-ე საუკუნემ? რამ გაათამამა რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტი, რომელსაც დედამ კოჭებამდე კაბა ჩააცვა და დაარიგა, ქალაქში ავტობუსი კარგად რომ გაჩერდება მერე ჩამოდიო. რატომ იცვლებიან ასე? რატომ ხდებიან ისინი ალკოჰოლ და ნიკოტინდამოკიდებულნი? რატომ ჰგონიათ მათ ბიჭთან ურთიერთობა დიდი ბედნიერება, ხომ არ არის ეს პროვინციალიზმი?! ისინი უფრო გალიაში ჩამწყვდეულ ჩიტს ჰგვანან, რომლესაც კარი გაუღეს. მან კი, ჩაკეტილი სივრცით დაღლილმა ფრთები გაშალა და გაინავარდა. კვლევის ავტორები ამ მოვლენას აფასებენ როგორც სექსუალური როლების ტრადიციულ გენდერულ განაწილებას: ქალისათვის დასაშვებია სექსი მეუღლესთან ან, უარეს შემთხვევაში, შეყვარებულთან (რომელიც, დიდი ალბათობით, მისი მეუღლე გახდება), ხოლო მამაკაცებს ,,მოეთხოვებათ" სექსუალური თავისუფლება. გამოკითხული 3000 სტუდენტიდან ბიჭების 91.4% და გოგონების 15.1% ამბობს, რომ სექსუალური კონტაქტი ჰქონია თუნდაც ერთხელ. მნიშვნელოვანი განსხვავებები დაფიქსირდა სქესის მიხედვით: სექსუალური გამოცდილების მქონე გოგონებიდან 72.9%-ს კონტაქტი ჰქონდა მეუღლესთან, 20.6%-ს მეგობართან, მხოლოდ 2.5%-ს ჰქონდა სექსი ,,სხვასთან". ბიჭებში საპირისპირო სიტუაციაა: მხოლოდ 3.3%-ს ჰქონდა სექსი ცოლთნ, დანარჩენს მეგობართან, ხოლო მამაკაცებს ,,მოეთხოვებათ" სექსუალური თავისუფლება. სოცილოგი ფიქრობს , რომ სექსი კვლავ რჩება ,,უხერხულ" თემად და სწორედ ამიტომ ეს თემა საზოგადოებას ,,შია". ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძეც მიიჩნევს, რომ დღემდე სექსის, ნარკომანიისა და შიდსის საკითხები საზოგადოებისათვის ტაბუდადებულია. ,,სკოლებში სექსუალურ განათლებაზე ჯერჯერობით ლაპარაკი არაა, იმიტომ, რომ მშობლები და გარკვეული ორგანიზაციები წინააღმდეგნი არიან და ამას ამორალობის და გარყვნილების პროპაგანდად მიიჩნევენ. p.s საკითხავია , გაუნათლებელი ადამიანი უფრო გარყვნილი და ამორალურია ამ სფეროში თუ განათლებული?

Friday, June 17, 2011

21-ე საუკუნის მეგობრობა და ცოტა რამ, facebook-ის დაარსების ისტორიისა და მისი დამაარსებლის შესახებ

ძველები იტყოდნენ, ადამინს რომ მეგობრს უწოდებ ის ჭირშიც გამოცდილი უნდა გყავდეს და ლხინშიცო, ზოგი კი ამბობს ადამინს რომ მეგობრს უწოდებ მასთან ერთად წლები უნდა გქონდეს გატარებული და შენი გულისთვის 2 ფუთი მარილი მაინც უნდა ჭამოსო, თუმცა დღეს 21-ე საუკენეში ყველაფერი შეიცვალა და რამდენიმე წუთის გაცნობილი ადამიანი შეიძლება მეგობრებში დაამატო(odnoklassniki. Друзья ხოლო .facebookshi ის სენი friendi ხდება, სოციალურ და "საჩათაო" ქსელებში ახალი ადამიანების გაცნობა და მათთან დამეგობრება ძალიან ადვილია. სოციალური ქსელების ერთ-ერთი დანიშნულება ესეც არის - მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ახალი მეგობრების შეძენა. ასეთ ქსელებში ახალი ხალხის საძიებო სისტემა ძალიან მარტივად არის მოწყობილი. ადამიანის გასაცნობად მისი სახელის და გვარის ცონდა არცაა საჭირო. ინტერნეტით ახალი ნაცნობების შეძენა დიდი ხანია პოპულარულობით სარგებლობს საქართველოშიც, ძალიან ბევრ ახალგაზრდას ნახავთ, რომელსაც ინტერნეტის საშუალებით ერთი ადამიანი მაინც ჰყავს გაცნობილი. ზოგიერთ შემთხვევაში ახალი ნაცნობები ერთმანეთთან მხოლოდ მეგობრობენ. ხშირად მათი ურთიერთობა სიყვარულშიც იზრდება. ინტერნეტით გაცნობილი ადამიანები ძალიან ხშირად ოჯახებსაც კი ქმნიან.
ბევრი ადამიანი ერთმანეთს ინტერნეტის საშუალებით უმეგობრდება. ასეთი მეგობრული კავშირები არა მარტო ერთ ქვეყანაში მცხოვრებლებს შორის იბმება არამედ სხვადასხვა კონტინენტებზე მცხოვრებლებზეც კი,. თუმცა, ზოგიერთი ადამიანისათვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება დაუმეგობრდე ადამიანს, რომელიც არასოდეს გინახავს, ან რომელსაც მხოლოდ სურათით იცნობ. არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც, ინტერნეტმანიით შეპყრობილთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ასე მეგობრის შეძენა სრულიად რეალურია. ინტერნეტით საუბრისას საშუალება გაქვს ადამიანის ხასიათს გაეცნო და მის გარეგნობას დიდი ყურადღება არ მიაქციო. თუმცა მე მაინც მეორე მხარეს, ვემხრობი და ვფიქრობ ,რომ მეგობრობა სოც,ქსელშიც შეიძლლება. სწორედ ვირტუალური მეგობრების შემკერბი და ე.წ ,, ბირჟის,, როლი დღეს Facebook- მა იკისრა, Facebook- ი არის ბირჟა სადაც,, ბირჟავიკები ყოველთვისაა, ალბათ გაგჩენიათ კიითხვა ვინ გამოიგონა Facebook- ი, საიდან გაჩნდა მსგავსი სოც. ქსელის დაარსები იდეა, რამდენი იყო Facebook- ის დაარსების საწყისი კაპიტალი და რამდენად მომგებიანია ეს ბიზნესი მსოფლიო ბაზარზე, პასუხები აქვე წაიკითხეთ _ Facebook- ის დაარსების დღედ 2004 წლის 4 თებერვალი ითვლება. თავდაპირველად, ქსელი მხოლოდ ჰარვარდის სტუდენტებზე იყო გათვლილი, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ, რეგისტრაცია უკვე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეეძლოთ. სწორედ ამ დროს გახდა უკვე დამატებითი ფინანსური წყაროს მოძიება და ცუკენბერგი ინვესტორების ძიებას შეუდგა.
გაფართოვების აუცილებელი პირველი თანხა მას პიტერ ტილმა, კომპანია PayPal_ის ერთ–ერთმა დამაარსებელმა გამოუყო. 500 ათასი აშშ დოლარი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა Facebook_ის დამაჯერებელი უახლოესი გეგმების ხორცშესასხმელად. ამის შემდეგ კი, პროექტის გაფართოება კიდევ უფრო დაჩქარდა. ინტერნეტში გაშვებიდან ნახევარი წელიც კი არ იყო გასული, როცა მის მომხმარებელთა რიცხვმა მილიონ ადამიანს მიაღწია. 2005 წელს განათლების სფეროს გაცდა და ნებისმიერ მსურველისთვის გახდა ხელმისაწვდომი. მომხმარებლების ასეთი ინტერესი კი იმაში გამოიხატებოდა, რომ იმდროინდელი სხვა სოციალური წარმონაქმნებიდან განსხვავებით, Facebook რეალურად ნაცნობ ადამიანებს შორის ურთიერთობაზე იყო გათვლილი. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლების რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა, პროექტს მისი შემქმნელებისთვის საერთოდ არანაირი მოგება არ მოჰქონდა. ჩანაფიქრში, ფული რეკლამას უნდა მოეტანა. რომელიც დეტალურად შევსებული, პირადი ინტერესების წყალობით, ინდივიდუალურად მოერგებოდა მომხმარებელთა შეფასების ჯგუფს. თუმცა, გარკვეული დრო, ქსელი მხოლოდდამხოლოდ იზრდებოდა. იმ დროს, როცა მისი მომხმარებლების რაოდენობამ, 50 მილიონს გადააჭარბა, ცუკენბერგს პროექტის შეძენის არაერთი წინადადება შესთავაზეს. მაგალითად, კომპანია Yahoo! მზად იყო დამაარსებლისთვის 900 მილიონი დოლარი გადაეხადა, თუმცა ცუკენბერგისთვის ეს წინადადება მიუღებელი აღმოჩნდა. 2007 წელს Facebook_ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. კომპანია Microsoft_მა ქსელის აქციების 1,6% 240 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა, რის შემდეგაც Facebook_ზე პირადად ბილ გეიტსი დარეგისტრირდა. გარკვეული დროის განმავლობაში, დღეში რამდენიმე საათი გეიტსი სოციალური ქსელის საშუალებით ნებისმიერ მსურველს ესაუბრებოდა. თუმცა, ბუნებრივია, ,,მსურველთა” რიცხვიც თანდათანობით იზრდებოდა, რაც საბოლოოდ მისი Facebook_ის პროფილის გაუქმებით დასრულდა. რადგან იგი ფიზიკურად ვეღარ ასწრებდა ყველასთან ურთიერთობას. თუმცა გეიტსის წყალობით, სოციალურმა ქსელმა მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი Facebook_ის რეალური ღირებულება ანალიტიკოსთა შორის დღემდე დავის საგანია. მისი ფასი 5_დან 15 მილიარდ დოლარამდე მერყეობს., თუმცა ბევრს ეს ვარიანტებიც ზედმეტად გაბერილად ეჩვენება. საქმე კი ისაა, რომ კომპანიის შემოსავლები მის მიახლოვებით საბაზრო ღირებულებას არ შეესაბამება. მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა კი მისი აქციების საჯარო გაყიდვაზე გატანა მინიმუმ 2012 წლამდე გადაავადა. სხვა უმარავი სოც ქსელებია მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც მიბაძეს მათ, თუმცა ქართული სოც. ქსელი დაბალ ხარისხიანი და დაბალ რეიტინგულია პ.ს და ბოლოს მაინტერესებს მსგავსი სოც. ქსელები სტუდენტებისათვის ზედმეტის დროის უქმად ხარჯვაა თუ არა???